საზოგადოება
"ვენეციის კომისია პროპორციული სისტემის შემოღებას 2020 წელს ისურვებდა და ამ სულისკვეთებას მეც ვიზიარებ" - ირაკლი კობახიძე

      საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პირველი არხის კითხვის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. სპიკერის თქმით, ის პროპორციული სისტემის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია.
„მეც ვისურვებდი, რომ პროპორციული სისტემა შემოღებული ყოფილიყო 2020 წლის არჩევნებისთვის, თუმცა ეს გახდა შეუძლებელი და ამაში ნეგატიური როლი, სამწუხაროდ, ოპოზიციამ შეასრულა. ვენეციიდან დაბრუნების შემდეგ ოპოზიციას შევთავაზეთ, მათ მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მაშინ, როცა ცვლილებებში ეწერა, რომ 2020 წლისთვის ამოქმედდებოდა პროპორციული სისტემა, რაზეც უარი განაცხადეს და ამან შეუძლებელი გახადა 2020 წლისთვის პროპორციული სისტემის შემოღება“, - განაცხადა კობახიძემ.