უცხოეთი
ლე პენმა ბუნდესტაგის არჩევნებში ულტრამემარჯვენეებს "ისტორიული გამარჯვება" მიულოცა

     საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. საფრანგეთის ულტრამემარჯვენე "ნაციონალური ფრონტის" ლიდერმა მარინ ლე პენმა გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში "ულტრამემარჯვენეები ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) ლიდერებს "ისტორიული გამარჯვება" მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას მან Twitter-ზე დაწერა.
"განსაკუთრებული მილოცვა ფრაუკე პეტრის, რომელმაც AfD-ი ამ ისტორიულ გამარჯვებამდე მიიყვანა... ეს გამარჯვება ევროპელი ხალხის გამოღვიძების სიმბოლოა", - წერს ლე პენი.
ეგზიტპოლის თანახმად, ულტრამემარჯვენე AfD-იმ ბუნდესტაგის არჩევნებში ხმათა 13.1% მიიღო. პარლამენტში მათი მოხვედრით უკმაყოფილო მოქალაქეებმა ბერლინში საპროტესტო აქციაც გამართეს.
ეგზიტპოლის მიხედვით, ანგელა მერკელის ბლოკს მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისთვის საკმარისი დეპუტატები პარლამენტში აღარ ეყოლება - მისმა ბლოკმა 33.2% მიიღო.
გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები დღეს ჩატარდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პარტიების მიერ დაგროვებული ხმები ასე გამოიყურება:
ანგელა მერკელის პარტია - 33.2%
მარტინ შულცის პარტია - 20.8%
ულტრამემარჯვენეები - 13.1%
თავისუფალი დემოკრატები - 10.4%
მწვანეები - 9.2%
მემარცხენე პარტია (Linkspartei) - 8.7%

 

imedinews.ge