აქტუალური
პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილების პოლიტიკურ მხარეზეც გაამახვილა ყურადღება

      საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. „რაც შეეხება სხდომის არდანიშვნას, ეს მოსალოდნელი იყო. ამის პრეცედენტი უკვე გვაქვს, რადგან მარგველაშვილმა იმის პირველი პრეცედენტი უკვე შექმნა, რომ რიგგარეშე სხდომას არ ნიშნავს და ეს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ არის. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას პარლამენტის მოთხოვნით  და მთავრობის წარდგინებით ნიშნავს. წარდგინებასა  და მოთხოვნას შორის ზუსტად ის განსხვავებაა, რომ ერთ შემთხვევაში დისკრეცია აქვს პრეზიდენტს, ხოლო მეორე შემთხვევაში, როცა პარლამენტის მოთხოვნაზეა საუბარი, იქ პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომა უნდა დანიშნოს. სხდომის არდანიშვნა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა და, ამავე დროს, პარლამენტისადმი უპატივცემულობის გამოხატულებაა. როცა პარლამენტი რიგგარეშე სხდომის დანიშვნას მოითხოვს, პრეზიდენტმა ეს სხდომა უნდა დანიშნოს, თუმცა ამას მიჩვეული ვართ“, - დასძინა კობახიძემ.