რელიგია
ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს! - ილია მეორე

      საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და ნეტარესის ილია მეორის ინიციატივით, გუშინ დილის 10:00 საათიდან სამების ტაძარში ერის გამთლიანებისთვის ლოცვების ციკლი დაიწყო (ილია მეორემ მრევლს 21 სექტემბერს მოუწოდა, რომ ყოველ ხუთშაბათს სამების ტაძარში ერის გამთლიანებისთვის სალოცავად შეიკრიბონ).
პატრიარქმა ქართული მიწების გასხვისების საკითხზეც ილაპარაკა. „საქართველოს გააჩნია მიზიდულობა, მაგრამ ეს გვაწყობს ჩვენ თუ არა... რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა - თავისი. სამუშაო ადგილი თუ უნდა ადამიანს, აუცილებლად გაჩნდება“, - ბრძანა პატრიარქმა.
განცხადება აფხაზური ეკლესიის შესახებაც გაკეთდა. „სანამ აფხაზეთს დავიბრუნებთ, ტერიტორიას, პირველ რიგში, აფხაზები უნდა დავიბრუნოთ, თქვენო უწმინდესობავ, ალბათ, იმიტომ რომ მტერმა ამით მოახერხა, ამ ხალხის დაპირისპირებით... თქვენო უწმინდესობავ, ჩვენ ამაზე ვფიქრობდით, თითო ტაძარმა დაიმეგობროს ერთი ოჯახი აფხაზი, ჩამოიყვანოს, გაიცნოს ეს ოჯახი, გააცნოს მრევლი, დაეხმაროს, დაიმეგობროს“, - მიმართა საქართველოს პატრიარქს მამა დავით კონჯარიამ.