პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ მარგველაშვილის ვეტო დაძლია და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები 117 ხმით 7 წინააღმდეგ მიიღო

      საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. პარლამენტარებმა პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უყარეს კენჭი, რომელსაც მხარი 8 პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 110 მისცა ხმა. შედეგად კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თავდაპირველ ვარიანტს 117 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 7 კი წინააღმდეგ წავიდა.
პრეზიდენტის მოთხოვნების ჩამონათვალში იყო:
- საპარლამენტო არჩევნების 2020 წლიდან პარტიული სიებით გამართვა;
-
პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნების გაუქმება მხოლოდ ორპალატიანი პარლამენტის შექმნის შემდეგ;
-
კონსტიტუციაში აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის სტანდარტების დაზუსტება;
-
კვორუმის დაწევა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საკონსტიტუციო არჩევნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.
ჩამონათვალში ასევე შესულია 2024 წლიდან ბონუსების სისტემის" დანერგვაზე უარის თქმა და არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობაზე თანხმობა. ეს იყო სწორედ ის საკითხები, რომელთა მიმართ საპარლამენტი უმრავლესობა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" მზად იყო დათმობაზე წასულიყო, მაგრამ პრეზიდენტისა და ოპოზიციისთვის ეს მცირე აღმოჩნდა - „ან ყველაფერი, ან არაფერი“ - ეს გახლდათ მათი პრინციპი. შედეგად საპარლამენტო უმრავლესობამ ცვლილებების თავდაპირველი - საკონსტიტუციო კომისიის შემუშავებული ვარიანტი დაამტკიცა.
კონსტიტუციის ერთ-ერთ მთავარი ცვლილება ქორწინების ცნება გახდა. ახალ ვერსიაში ნათქვამია, რომ საქართველოში ქორწინებად მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი მიიჩნევა.
ცვლილებების თანახმად, საქართველოში მოქალქეობის ჩამორთმევა აიკრძალა.
იცველბა დეპუტატთა არჩევის წესი — შერეული სისტემა პროპორციულმა - პარტიული სიების მიხედვით - შეიცვალა.
შეიცვალა არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში ადგილების განაწილების პრინციპი. კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ გაუნაწილებებელი ადგილების გასანაწილებლად ამოქმედდება ბონუსების სისტემა, რომელშიც პრიორიტეტი ყველაზე მეტი მიღებული ხმების მქონე პარტიას ენიჭება.
ფართოვდება იმ პირთა სია, რომელთა იმპიჩმენტის გამოცხადების უფლება აქვს პარლამენტს — პრეზიდენტის, მთვარობის წევრისა და გენერალური აუდიტორის გარდა, მასში შევიდნენ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეები და გენერალური პროკურორი.
პრეზიდენტის შესახებ თავში მთავარი ცვლილება პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება გახდა. გარდა ამისა, უქმდება პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭო და ფართოვდება საკითხთა ნუსხა, რომლებიც პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებას მოითხოვს. ამასთან პრეზიდენტი რჩება მთავარსარდალი, მას რჩება მსჯავრდებულთა ამნისტიისა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების უფლება.
ერთ-ერთ ძირითად ცვლილებას წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის შესაძლებლობა, რომელიც მას პარლამენტის წინაშე მინისტრთა კაბინეტის ნდობის საკითხის დაყენებას აძლევს.
ცვლილებას ასევე წარმოადგენს კონსტიტუციაში მთავარი პროკურატურის" როგორც სასამართლო ხელისუფლების ნაწილის ცნების შემოღება.
ამასთან კონსტიტუციის პროექტის გარდამავალ მუხლებში მითითებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ამჟამად არსებული სისტემით ჩატარდება, ხოლო 2018 წელს საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირი კენჭისყრის წესით 6 წლის ვადით აირჩევა. ამ დროს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 3%-შეადგენს.
საქართველოს განახლებული კონსტიტუცია ძალაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა.