უცხოეთი
ლავროვი - აშშ-ს ირანის შესახებ შეთანხმებიდან ფაქტობრივი გამოსვლა და ჩრდილოეთ კორეის პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრა მსოფლიოში სიტუაციას უფრო ართულებს

      საქართველო, 17 ოქტომბერი. საქინფორმი. ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ს ფაქტობრივი გამოსვლა და ვაშინგტონის მუქარა, ჩრდილოეთ კორეის პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრის შესახებ, მსოფლიოში ისედაც რთულ სიტუაციას უფრო ართულებს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„შედეგად მივიღებთ სახიფათო შეიარაღებათა რბოლას და მასობრივი განადგურების იარაღის უკონტროლო გავრცელებას“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, „ღრმა შეშფოთებას იწვევს ურთიერთნდობის დაკარგვის ფაქტი, რომლის აღდგენა იოლი არ იქნება“.
„სამწუხაროდ, ეს ტენდენციები მას შემდეგ გაღვივდა, რაც აშშ-მ გადაწყვეტილება მიიღო ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან ფაქტობრივი გამოსვლის შესახებ და იმ მუქარების გამო, რომელიც ჩრდილოეთ კორეის პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრას ეხება“, - დასძინა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

interpressnews.ge