აქტუალური
წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასეა მაგათი საქმე დღეს! არ ვიცი, ვინ დააწვა ოპოზიციურ კანდიდატს? სისულელეა! - კახა კალაძე

      საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ოპოზიციის ბრალდებებს მმართველი გუნდის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლის თაობაზე. კალაძის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო თავისუფალია.
"თქვენ ყველას ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე? თავპირის მტვრევა, ხელკეტები, ცოცხები, სამსახურებიდან გამოყრა, დაშანტაჟება, ოჯახის წევრების დაჭერა განსხვავებული აზრის გამო, მე რამეს ხომ არ ვიგონებ? ახლა შევადაროთ, რა ხდება დღეს. ყველა არჩევნებზე, რომელიც 2012 წლის შემდეგ ჩატარდა, ნახეთ, რა დასკვნებია დადებული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. თითოეულ კანდიდატს თავისუფალ გარემოში და თანაბარ პირობებში აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს თავისი ხედვა. ზოგი გამოდის და ამბობს, კალაძე ბილბორდებიდან ელაპარაკება მოსახლეობასო. ყველაფერი ხომ შედარებითია, ამოვიღოთ და ვნახოთ, ვინ რამდენი შეხვედრა გამართა მოსახლეობასთან, ვის რა პროგრამა აქვს და ..",- განაცხადა კალაძემ.
ლიდერთა საბჭოსწევრების თქმით, მათ ლაპარაკეს ზეწოლის შესახებ, რომელიც ოპოზიციური პარტიების მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე ხორციელდება, გაკეთდა პრეზენტაცია წინასაარჩევნოდ მედიაგარემოსთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და სხვა.