აქტუალური
"რუსეთის პოლიტიკა მიმართულია სამეზობლოში კონფლიქტების შექმნისკენ, რათა შეჩერდეს ქვეყნის განვითარება!" - პრეზიდენტი მარგველაშვილი

      საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა იტალიაში შეხვედრა გამართა. გიორგი მარგველაშვილი რომში ნატოს თავდაცვის კოლეჯის უმაღლესი კურსის მსმენელებს, ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს და სამხედრო ატაშეებს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს თავდაცვის კოლეჯში საჯარო ლექცია წაიკითხა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ არჩევანზე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ილაპარაკა.
გვჯერა, რომ ნატო, როგორც გაერთიანება, რომელიც შეიქმნა ღირებულებების გარშემო და მოახდინა უსაფრთხოების ქოლგის ფორმირება, განსაკუთრებით ეფექტიანია, ემსახურება მთავარ მიზანს და რეალობად აქცია მისი წევრი სახელმწიფოების სტაბილურობისა და მშვიდობის უსაფრთხოება...
რუსეთი აცხადებს პრივილეგირებული სფეროების ინტერესს და უფლებას, რომ ჩაატაროს სამხედრო წვრთნები მისი უახლოესი მეზობლების ტერიტორიებზე და არა მხოლოდ მეზობლების, ჩვენ გვინახავს სხვა პრეცედენტებიც... საქართველო არის მაგალითი, სადაც რუსეთი ახორციელებს ამ პოლიტიკას ჩვენი დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან. საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რომ ეს პოლიტიკა მიმართულია სამეზობლოში კონფლიქტების შექმნისკენ, რათა შეჩერდეს ქვეყნის განვითარება, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.