რელიგია
„ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მეტად მძიმე განსაცდელია, მაგრამ ჩვენ იმედით შევყურებთ მომავალს“ - ილია II

      საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. 2017 წლის 31 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მისი აღმატებულება, ქალბატონი კერსტი კალიულაიდი, დელეგაციასთან ერთად.
საუბრისას ილია II-მ  გამოთქვა გულისტკივილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო, მაგრამ აღნიშნა ის ფაქტიც, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე ქვეყანამ შესამჩნევ წინსვლას მიაღწია, რაც იმედს იძლევა იმისას, რომ საქართველო დაძლევს მის წინაშე არსებულ პრობლემებს.
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ბრძანა, რომ საქართველო დიდად აფასებს ესტონეთის მხარდაჭერას, საერთოდ ევროკავშირის თანადგომასა და დახმარებას.