აქტუალური
არავის აქვს უფლება, მათ შორის სახალხო დამცველს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვი შეიტანოს! - მინისტრი სერგეენკო

      საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას - რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „უჩა ნანუაშვილი ყველაზე უსამართლო სახალხო დამცველია“ - ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა და თეა წულუკიანის განცხადებას მკაფიო და გასაგებუწოდა.
იუსტიციის მინისტრმა გააკეთა მკაფიო და ძალიან ნათელი განცხადება, რომ არავის აქვს უფლება, მათ შორის სახალხო დამცველს, რომ ეჭვი შეიტანოს სასამართლოს გადაწყვეტილებაში, გააკრიტიკოს და თავისი მოსაზრება სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უფრო მაღლა დააყენოს. ეს მიუღებელია და მე ჩემს კოლეგას ვუერთდები, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
თეა წულუკიანმა უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველის მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოქვეყნებული მწვავე ანგარიშის შემდეგ გააკრიტიკა.