პოლიტიკა
ამასაც მოვესწარით! უჩა ნანუაშვილმა „2017 წლის ტოლერანტობის ქომაგები“ გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია, ლაშა ბუღაძე და ხათუნა სამნიძე დააჯილდოვა! (ვიდეო)

     საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება:
„2017 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები. ღონისძიება აშშ–ი საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დააფინანსა. ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ტოლერანტობის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ტრადიციად იქცა ტოლერანტობის ქომაგების გამოვლენა და დაჯილდოება. სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ავლენენ და საპატიო სიგელებითა და პრიზებით აჯილდოებენ იმ პიროვნებებს, ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებმაც საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში წვლილი შეიტანეს.
სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოებმა ტრადიციულად დააჯილდოვეს 2017 წლისტოლერანტობის ქომაგები““.
წლევანდელი ტოლერანტობის ქომაგები, კერძოდ, გახდნენ:
საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბოკერია (მიხეილ სააკაშვილის ექს-მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი იდეოლოგი, მისი „სახე“ და „თვალები“, 2008 წლის 8 აგვისტოს სამხედრო ავანტიურის, 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციების, 2006 წლის 27 მარტის ე.წ. „ციხის ბუნტის“, 2004 წლის 12 მარტს გლდანის ეკლესიის დარბევის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, ორგანიზატორი და შთამაგონებელი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და მართლმადიდებლობის მტერი, რომელმაც თავის მეუღლესთან - მედიაჰოლდინგ „ტაბულას“ მთავარ რედაქტორთან - ერთად გაუკეთა ორგანიზება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დევნას).
ტელეკომპანია რუსთავი 2“ (საქართველოში „ვარდების რევოლუციად“ ცნობილი 2003 წლის 23 ნოემბრის ფერადი რევოლუციის ორგანიზატორი და PR-რუპორი, ყველაზე მსხვილი ტელეკომპანია საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის კუთვნილება, რუსოფობიის ფლაგმანი, დასავლეთისა და ლგბტ-ფასეულობების პროპაგანდის მთავარი იარაღი. პრიზი გადაეცა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს, გეი ნიკა გვარამიას, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობისას არაადამიანური წამებებისა და მკვლელობების დროს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო).
მწერალი ლაშა ბუღაძე (ხალხისგან „უბორნიის პოეტად“ მონათლული, იმიტომ რომ, საკუთარი აღიარებით, უნიტაზზე მჯდომი თხზავს, სადაც მუზა სტუმრობს; „ნაცმოძრაობის“ ინტელიგენციის „სახე“, „რუსთავი 2“-ზე თოქშოუ „შუა დღის“ ერთ-ერთ- წამყვანი, გაქანებული რუსოფობი ნეოფაშისტური მიდრეკილებებით).
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე (ყველაზე დიდი სტაჟის და პატარა ელექტორატის მქონე პარტიის, რომელიც საქართველოში ძმები ბერძენიშვილების ხელმძღვანელობით ამერიკის სპეცსამსახურების ტრადიციული საყრდენია. წინა პლანზე პარტიიდან დავით უსუფაშვილის წასვლის შემდეგ გამოვიდა).
(იხ. ვიდეო)

 


საქინფორმი