აქტუალური
ზურაბ აბაშიძე: პრაღის ფორმატმა შედეგი გამოიღო და გარკვეული მიმართულებით დადებითი ტენდენციებიც არის!

      საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. "რაც უფრო რთულია მეზობელი, დიალოგის აუცილებლობა უფრო დგება. ამ თვალსაზრისით NATO- გენერალურ მდივანს დავესესხები, რომელმაც თქვა, რომ რუსეთთან დიალოგი რთულია და სწორედ ამიტომ არის საჭირო რუსეთთან დიალოგი.
.. პრაღის ფორმატი 2012 წლის ბოლოს ჩამოვაყალიბეთ და მისი უმთავრესი ამოცანა იყო და რჩება სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების განხილვა, სატრანსპორტო კომუნიკაციები და გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები. როდესაც ჩვენ ამ დიალოგს შევუდეით, მაშინ ნულის დონეზე იყო ჩვენი ექსპორტი, რუსეთიდან კი ყველაფერი შემოდიოდა, არანაირი შეზღუდვა არ იყო იმპორტის თვალსაზრისით. ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა იყო, დაგვებალანსებინა ეს საკითხი და ახლა ჩვენი ექსპორტი დაახლოებით 250 მილიონია და იმედია, წლის ბოლოსთვის 300 მილიონს მიაღწევს. ზოგადად, ამ წლების განმავლობაში, მილიარდზე მეტი პროდუქცია გავიტანეთ რუსეთში", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რაც შეეხება საბაჟო მონიტორინგის შესახებ კონტრაქტების გაფორმებას, აბაშიძე ამბობს, რომ მსგავსი ტიპის პროექტების პრეცედენტი არ არსებობს.
ამ კონტრაქტების მომზადებას დიდი დრო დასჭირდა. ასეთი პროექტის პრეცედენტი არ არსებობს, უაღრესად არაორდინარულ პროექტია. ჩვენც დიდი დრო დაგვჭირდა ამ კონტრაქტების გაფორმებაზე და როგორც აღმოჩნდა - რუსებს კიდევ უფრო მეტი. ჩვენ წელიწად-ნახევრის წინ დავამთავრეთ ამ კონტრაქტებზე მუშაობა და ვაცნობეთ რუსებსაც და შვეიცარიელ პარტნიორებსაც, რომ დავასრულეთ და მზად ვართ კონტრაქტების ხელმოწერისთვის. ამის შემდეგ დაიწყო კომენტარების კეთება რუსული მხრიდან, რომ თქვენ მზად არ ხართო, ჩვენი მხრიდან კი ვამბობდით, რომ მზად ვართ და ბურთი თქვენს მხარეს არისო. შვეიცარიელებს ჩვენს მიმართ არანაირი კითხვები არ აქვთ. თითქოს ამ შეხვედრაზე (კარასინი-აბაშიძე) გაირკვა, რომ ეს დისკუსიები უნდა დასრულდეს. ასე მოვილაპარაკეთ, რომ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში შვეიცარიაში შეხვდებიან საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლები, გაივლიან დეტალებს კონტრაქტებთან დაკავშირებით და შემდეგ უნდა მოხდეს კონტრაქტებზე ხელმოწერა. ამის შემდეგ გადავალთ იმპლემენტაციის პროცესზე”, - აღნიშნა აბაშიძემ.
ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მოსამზადებელი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. ჟენევის მოლაპარაკებების 42- რაუნდი 2017 წლის 12-13 დეკემბერს არის დანიშნული.