აქტუალური
საქართველომ გაზარდა ნატურალური ღვინის, მინერალური წყლების, ფეროშენადნობების, სამკურნალო საშუალებებისა და სხვა პროდუქციის ექსპორტი

      საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. მსოფლიოში მოთხოვნა საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტზე იზრდება — 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 29,4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი — 7,8%-ით.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა საანგარიშო პერიოდში, 2016 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით, გაიზარდა 12,7%-ით და დაახლოებით 8,6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი") მასალებში.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის პირველათ თვეში დაახლოებით 4,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48,6%– წარმოადგენს.
რით ვაჭრობს საქართველო
საქონლის ასორტიმენტი, რომელიც საქართველოს საზღვარგარეთ გააქვს, იზრდება —ექსპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უკავია სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს, ფეროშენადნობებს, მსუბუქ ავტომობილებს, სამკურნალო საშუალებებს, ნატურალურ ღვინოს, მინერალურ წყლებს, დამუშავებულ ან დაუმუშავებულ ოქროს, თხილსა და სხვა.
2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტირებული იყო 2,2 მლრდ-ზე მეტი ღირებულების პროდუქცია. ამ პერიოდში ექსპორტმა, რეექსპორტის გაუთვალისწინებლად, 1,7 მლრდ-ზე მეტი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით, 27,6%-ით მეტია.
წლის დასაწყისიდან ასევე გაიზარდა იმპორტი — საანგარიშო პერიოდში იმპორტირებული პროდუქცია 7,8%-ით გაიზარდა და დაახლოებით 6,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
იმპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უჭირავს ნავთობსა და ნავთობროდუქტებს, მსუბუქ ავტომობილებს, ნავთობის გაზსა და აირად ნახშირწყალბადებს, სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს, სამკურნალო საშუალებებს, ხორბალს, ელექტროენერგიას, სატელეფონო აპარატებსა და სხვა.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებად რჩებიან თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი — წლის დასაწყისიდან ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ მთლიანობაში 2,9 მლრდ-ზე მეტი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 34,3%-ზე მეტია.
ლიდერობს თურქეთი
თურქეთთან საგარეო სავაჭრო ბრუნვის თანხა იანვარ–ოქტომბერში დაახლოებით 1,3 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,9%–ს შეადგენს. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 0,7%–ით გაიზარდა.
მეორე ადგილზეა რუსეთი
საქართველო–რუსეთის საგარეო–სავაჭრო ბრუნვა 2017 წლის იანვარ–ოქტომბერში, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35%–ით გაიზარდა და 929,6 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სავაჭრო ბრუნვის 10,9%–ია.
მესამე ადგილზეა ჩინეთი
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთთან 728 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 8,5%–ია. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის საანგარიშო პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19,4%–ით გაიზარდა.
საქართველო ასევე ვაჭრობს
აზერბაიჯანთან, რომელმაც მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა – სავაჭრო ბრუნვამ იანვარ–ივნისში 365,5 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. მეხუთე ადგილზეა გერმანია – 232,6 მლნ აშშ დოლარი.
საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები ასევე არიან: აზერბაიჯანი — 650,4 მლნ დოლარი, უკრაინა – 448,6 მლნ აშშ დოლარზე მეტი, სომხეთი – 404,2 მლნ აშშ დოლარზე მეტი, გერმანიადაახლოებით 394,2 მლნ დოლარი, აშშდაახლოებით 317 მლნ აშშ დოლარი, ბულგარეთი – 276 მლნ აშშ დოლარამდე და იტალიადაახლოებით 238 მლნ აშშ დოლარი.
საქართველო განაგრძობს წარმატებულ ვაჭრობას ევროკავშირის ქვეყნებთან – 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში სავაჭრო ბრუნვამ 2,3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,2%–ით მეტია. კერძოდ, ექსპორტმა შეადგინა 531,1 მლნ აშშ დოლარი – 17,1%–ით მეტი, ხოლო იმპორტმა – 1,8 მილიარდამდე – 0,9%–ით მეტი. ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 27,1%–ია.
საქართველომ 2014 წელს ევროკავშირთან გააფორმა ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DC FTA) კომპონენტს.
საკმაოდ წარმატებულია საქართველოს ვაჭრობა დსთ–ის ქვეყნებთან – 2017 წლის ათ თვეში ვაჭრობამ დაახლოებით 2,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32,1%–ით მეტია. ექსპორტმა შეადგინა 911,5 მლნ აშშ დოლარი59,6%–ით მეტი გასული წლის იანვარ–ოქტომბერთან შედარებით, ხოლო იმპორტმა 1,9 მლრდ აშშ დოლარი – 21,9%–ით მეტი. დსთ–ის ქვეყნების წილი საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 32,5%–ია.