სამართალი
დანით შეიარაღებული სომხეთის ორი მოქალაქე თავს დაესხა მესაზღვრეს სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტ ბაგრატაშენზე

      საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. იუწყება „Sputnik-სომხეთი“ სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით: საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე Mercedes Benz-ის მარკის ავტომობილის დათვალიერებისას მძღოლმა საბარგულის გაღებაზე უარი განაცხადა და მორიგე ოფიცერს ეკამათა. ჩხუბში მძღოლის მეგობარი ჩაერთო და მესაზღვრე დანით დაჭრა.
ინციდენტის მონაწილეების ვინაობა დადგენილია. თავდამსხმელები თავუშის ოლქის მცხოვრებნი აღმოჩნდნენ — ერთ-ერთი დაკავებულია, მეორემ კი მიმალვა მოახერხა.
„სავარაუდოდ, თავდამსხმელები უბრალოდ პრინციპის გამო გაცხარდნენ — მანქანაში კონტრაბანდა არ აღმოჩნდა“, — აცხადებს „Sputnik-სომხეთი“.
მესაზღვრე საავადმყოფოდან უკვე გაეწერა — ჭრილობა საშიში არ აღმოჩნდა.