რელიგია
ილია მეორე ბათუმში ჩავიდა და სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხადა

      საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. პატრიარქმა ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ბათუმში, სასტუმროლეოგრანდშიწუხელ ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამასთან, შევთხოვთ უფალს დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და დაიცვას განსაცდელთაგან“, - ნათქვამია პატრიარქი ილია მეორის სამძიმრის წერილში.
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, საქართველოს 10, ხოლო ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქე.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბათუმში ჩავიდა. პატრიარქი სასტუმრო „ლეოგრანდთან“ მივიდა და მოსახლეობას შეხვდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხადა.


საქინფორმი