რელიგია
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებაზე აფხაზეთში მართლმადიდებლობას საკითხი არ განიხილება - დეკანოზი ნიკოლაი ბალაშოვი

      საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსის მოადგილემ, დეკანოზმა ნიკოლაი ბალაშოვმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებაზე განსახილველი საკითხების შესახებ ისაუბრა.
არ არის იმის წინაპირობა, რომ მოცემულ მომენტში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრება ამ საკითხით იქნ დაკავებული. ჩვენ ვიცით, რომ მართლმადიდებლობა აფხაზეთში არცთუ ისე კარგ მდგომარეობაშია. ამას ორივე ეკლესია ვეთანხმებითრუსეთის და საქართველოს, – განაცხადა მან.
მოსკოვში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრება გუშინ გაიხსნა და 4 დეკემბერს რუსეთში პატრიარქობის ინსტიტუტის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშვნით დასრულდება.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, ნოემბერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთა შედგა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის ვიზიტი, რომლის დროს ისაუბრეს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში არსებული ვითარების შესახებ. მოსკოვის საპატრიარქოს აზრით, აუცილებელია, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი ორი ეკლესიის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება მიღებული იქნ მოსკოვში საქართველოს ეკლესიის დელეგაციის შესაძლო ვიზიტის დროს.
შეგახსენებთ, რომ .. აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელსაც ბესარიონ აპლია ხელმძღვანელობს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნით მოსკოვის საპატრიარქოს არაერთხელ მიმართა.