აქტუალური
„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის მიერ საქართველოსთვის გადმოგზავნილ კითხვებზე პასუხის გასაცემად იუსტიციის სამინისტროს დრო 29 მარტამდე აქვს

      საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. თეა წულუკიანის თქმით, სტრასბურგში დოკუმენტის გაგზავნას უწყება მალევე შეძლებს, რის შემდეგაც პასუხები მოსარჩელეს გადაეგზავნება და კონტრარგუმენტების წარსადგენი ვადა განესაზღვრება.
ევროპულმა სასამართლომ დაიწყო "რუსთავი 2"-ის მიერ შეტანილი საჩივრის დასაშვებობის განხილვა. ჩვენ გამოგვეგზავნა შეკითხვები თითოეულ მომჩივანთან მიმართებაში. მაგალითად, ევროპული სასამართლო გვეკითხება, ამოწურა თუ არარუსთავი 2“-მა შიდა სამართლებრივი გასაჩივრების გზები. თუ ამაზე პასუხი იქნება - არ ამოუწურავს, მაშინ, რა თქმა უნდა, დადგება დაუშვებლობის შესახებ შუამდგომლობაც.
ჩვენ ვართ მხარეები, რა თქმა უნდა, ვიდავებთ და საბოლოო ჯამში ევროპული სასამართლო მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. ვადა გვაქვს მთავრობას 29 მარტამდე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ადრეც შევძლებთ პასუხების გაგზავნას, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
პროცედურის დასრულებისთანავე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ტელეკომპანიის სარჩელის დასაშვებობაზე იმსჯელებს.