პოლიტიკა
პუტინი: ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს, უკრაინელი და ქართველი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა! ამას საერთოდ როგორ ითმენთ?!

      საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მე-13 ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის შეკითხვაზე - რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის გარშემო უკრაინაში შექმნილი სიტუაციის მიმართ, განაცხადა:
„ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს, უკრაინელი და ქართველი ხალხისთვის სახეში შეფურთხებაა! ამას საერთოდ როგორ ითმენთ?! კაცი, რომელიც დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოს ხელმძღვანელობდა, საქართველოს პრეზიდენტი იყო, ახლა მოედან-მოედან დარბის და ყვირის: „მე უკრაინელი ვარ!“... რა, უკრაინაში ნამდვილი უკრაინელები დაილია?! ამ ყველაფერს ისეთი სინანულით ვუყურებ, გული მეწვის...“, - განაცხადა პუტინმა.