აქტუალური
პუტინი: რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი 46 მილიარდი დოლარია, ხოლო აშშ-სი - 700 მილიარდი დოლარი. იგრძენით განსხვავება!

      საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. „რუსეთი სათანადო ყურადღებას დაუთმობს არმიისა და ფლოტის განვითარებას, თუმცა შეიარაღების რბოლაში არ ჩაერთვება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი პენტაგონის ბიუჯეტს შეადარა.
მომავალ წელს გათვალისწინებული გვაქ სამხედრო ხარჯები, აქედან 1,4 ტრილიონი რუბლი შესყიდვებზე დაიხარჯება, 1, 4 ტრილიონი რუბლი კიშენახვაზე, ანუ ჯაში 2,8 ტრილიონი რუბლი. ეს დაახლოებით 46 მილიარდი დოლარია. აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტში კი 700 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული. იგრძენით განსხვავება. შეუძლია ჩვენს ქვეყანას, ასეთი ხარჯები გასწიოს? არ შეუძლია. თუმცა ის, რასაც ვხარჯავთ, საკმარისია“, – განაცხადა პუტინმა
ჩვენ სათანადო ყურადღებას დავუთმობთ არმიისა და ფლოტის განვითარებას, თუმცა შეიარაღების რბოლაში არ ჩავერთვებით“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, სამხედრო ხარჯები არ აისახება ქვეყნის სოციალურ პროგრამებზე და ეკონომიკის ჩამოშლას არ გამოიწვევს.
ვლადიმერ პუტინი ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციას უკვე მეცამეტედ მართავს. წელს რუსეთის პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე 1640-მა ჟურნალისტმა გაიარა აკრედიტაცია, რაც რეკორდული რაოდენობაა. აღსანიშნავია, რომ აკრედიტებულ ჟურნალისტებს შორის არის ქსენია სობჩაკი, რომელიც პრეზიდენტად კენჭისყრას აპირებს.