პუბლიკაციები
ალექსანდრე ჭაჭია: „ჰეგემონიის შესანარჩუნებლად ვაშინგტონი მსოფლიო ქაოსის შექმნასა და „ყველას ყველასთან“ დაპირისპირებას ცდილობს“ („საქართველო და მსოფლიო“)

      საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. მიმდინარე წლის 19 ნოემბერს რუსეთის სამხედრო ძალების მიერისლამური სახელმწიფოსუკანასკნელი საყრდენი პუნქტის (აბუქემალის) გათავისუფლებისა და სირიის ტერიტორიისტერორისტებისგან გაწმენდის შემდეგ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი11 დეკემბერს სირიაში, ჰმეიმიში განლაგებულ რუსეთის ავიაბაზაში ჩავიდა.
მან სირიაში სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ განაცხადა და თავდაცვის მინისტრსადა გენშტაბის უფროსს უბრძანა, დაეწყოთ რუსეთის სამხედრო დაჯგუფებების გაყვანადისლოკაციის ადგილებიდან, მაგრამ რამდენიმე ქვედანაყოფი და ავიაციის ნაწილი კვლავდარჩება ამ ქვეყანაში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად.
“სირია, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი რესპუბლიკა, შენარჩუნებულია. თავიანთ სახლებში ბრუნდებიან დევნილები, შექმნილია პირობები გაეროს ეგიდით სირიის საკითხის პოლიტიკური მეთოდებით მოსაგვარებლად”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთი ამერიკელებისა და მისი მოკავშირეების მიერ მხარდაჭერილი სირიის ე.წ. ზომიერი ოპოზიციისა და ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში 2015 წლის 30 სექტემბერს ჩაება.
“რუსეთის სამხედრო ძალებმა ორი წლის განმავლობაში გაანადგურეს ტერორისტების 900-ზე მეტი საწვრთნელი ბანაკი, საომარი მასალების დამამზადებელი 660 ქარხანა და 1,5 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა. კონფლიქტში რუსეთის ჩართვამდე “ისლამური სახელმწიფო” აკონტროლებდა სირიის ტერიტორიის 78 პროცენტს. მას შემდეგ გათავისუფლებულია 998 ქალაქი და დასახლებული პუნქტი, განადგურებულია “ბოევიკების” უმრავლესობა. დაიწყო მშვიდობიანი ცხოვრების აღდგენა. რუსეთის სამხედრო ძალების მიერ 2015 წლის ოპერაციის დაწყებიდან მშობლიურ კერას დაუბრუნდა 1,12 მლნ ადამიანი, მხოლოდ 2017 წელს _ 660 ათასი”, _ განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.
წლიანი ომის შედეგად რუსეთმა გადაარჩინა არა მხოლოდ სირიის არაბული რესპუბლიკა, არამედ შეძლო შეეჩერებინა .. არაბული გაზაფხულის პროცესი, რომელსაც ქვეყნები არალიბერალიზაციის, არამედ რადიკალური ისლამიზაციისა და გაპარტახებისკენ მიჰყავდა. ამისნათელი მაგალითია ამჟამინდელი ლიბია. ამას გარდა, რუსეთმა დაიცვა საერთაშორისოსამართლის ნორმები, რითაც ამერიკის შეერთებულ შტატებს მისი შესაძლებლობებისსაზღვრები დაანახვა მსოფლიოს სისტემის დესტაბილიზაციის საქმეში.
სირიის შემდეგ ვლადიმერ პუტინი ეგვიპტეში ჩავიდა ამ ქვეყნის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ასსისისთან მოსალაპარაკებლად ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე. შემდეგ კი რუსეთის ლიდერი თურქეთის პრეზიდენტსშეხვდება. აღსანიშნავია, რომ რუსეთს უკვე მოუწოდებენ, დაიწყოს ანტიტერორისტულიკამპანია ლიბიაში და, როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლება დათანხმდება. სირიის სახელმწიფოებრიობის გადარჩენით რუსეთმა მსოფლიოს დაანახვა, რომ კატეგორიული წინააღმდეგია სუვერენული სახელმწიფოების კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობისა “ფერადი” თუ “გაზაფხულის” რევოლუციებით და ამის აღკვეთის ძალაც შესწევს. დღეს რეგიონის ქვეყნების (ეგვიპტე, საუდის არაბეთი, ყატარი, თურქეთი, ირანი) მიერ რუსეთი, აშშ-ისგან განსხვავებით, განიხილება, როგორც უსაფრთხოების ეფექტიანი და საიმედო გარანტი, რომელიც არ მიისწრაფვის ამ ქვეყნების ნავთობსაბადოების ხელში ჩაგდებისკენ, თავს არ ახვევს მათ თავის თვალსაზრისს ქვეყნის მოწყობაზე და პატიოსნად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.
რუსეთის მიერ სირიაში ტერორისტების განადგურებამ და სირიის, როგორც სახელმწიფოს, შენარჩუნებამ მძლავრი დარტყმა აგემა აშშ, მის ზრახვებს _ დაეპირისპირებინათ ყველაყველასთან და ებატონათ მსოფლიოზე, მაგრამ აშშ, სახელმწიფო, რომელიც უმწეო დაუიარაღო ერების ძვლებზეა აგებული და რომლის ავიადარტყმებს სირიაში, ოფიციალურიცნობით, 801 მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა (სხვა მონაცემებით _ 6000-მდე), კვლავაცცდილობს, მსოფლიოში დაძაბულობის ახალი კერების, ქაოსის შექმნით, ხელში ჩაიგდოსნავთობსაბადოები და სხვა სასარგებლო წიაღისეული.
ვლადიმერ პუტინი და ბაშარ ასადი. სირია, ჰმეინიმის ავიაბაზა
სირიაში მოვლენების ასეთ განვითარებას ჯერ კიდევ 2013 წელს, რუსეთის მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე 2 წლით ადრე, პროგნოზირებდა ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია. აი ამონარიდი გაზეთ “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემული მისი ინტერვიუდან:
ამერიკელები სირიას ახალახალ მოთხოვნებს წაუყენებენ, მათ მიერვე დაფინანსებულიისლამისტი ტერორისტების ხელით ახალახალ სისხლიან სპექტაკლებს გაუთამაშებენ, რათასირიის ხელისუფლებასაკუთარი ხალხის წინააღმდეგ მხეცურ მოპყრობაშიდაადანაშაულონ, მოაწყობენ ათეულობით პროვოკაციას, მაგრამ მაინც აუცილებლადიპოვიანსაბაბს, თუნდაც ამისთვის ბაშარ ასადის ყურის ფორმისანტისაკაცობრიოდდაბარბაროსულადგამოცხადება დასჭირდეთ. მსოფლიოში ლიდერობის შესანარჩუნებლად, გაკოტრების თავიდან ასაცილებლად, ევროპელი მარიონეტების მუდამ დასამორჩილებლად, რუსეთისა და ჩინეთის დასასუსტებლად ამერიკას სჭირდება ომები, ქაოსი მსოფლიოში, მასსჭირდებაყველას ყველასთანდაპირისპირება. შეერთებული შტატები მოძებნის საბაბს დადაბომბავს ყველა ქვეყანას, რომლებსაც აქვს განვითარებისა და რესურსების საკუთარიმოსახლეობის სასარგებლოდ გამოყენების პრეტენზია. მრავალრიცხოვანი ომებიდან, რომლებსაც აშშ აწარმოებდა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ყველა მათ მიერვეორგანიზებული პროვოკაციების, ინსინუაციების, უტიფარი ტყუილის შედეგად იწყებოდაგაიხსენეთ კოსოვოში ბოსნიელებისმასობრივი მკვლელობებისადაალბანელთაგენოციდისდადგმული ვიდეოკადრები, რომელსაც სერბი მოსახლეობის უმოწყალოდაბომბვა მოჰყვა. შედეგი კი იუგოსლავიის დანაწევრება, შემდეგ სერბეთის დაშლა დაევროპის ცენტრში მუსლიმანური ანკლავის შექმნაა, რომლის ამოქმედებაც ნებისმიერ წუთსშეიძლება, თუკი ევროპელები ურჩობას გაბედავენ და დამოუკიდებელ პოლიტიკასწამოიწყებენ. გაიხსენეთუტყუარი მონაცემებიერაყში მასობრივი განადგურების იარაღისარსებობაზე და კოლინ პაუელი რაღაც კოლბით ხელში. შედეგი _ მილიონობით დახოცილიერაყელიგანვითარებადი ქვეყანა შუა საუკუნეებში დააბრუნეს, სამაგიეროდ, ნავთობკომპანიებმა, მათ შორის, ბუშისა და ჩეინის, მუქთა ნავთობი მიიღეს. მოგვიანებითაღიარეს, რომ მასობრივი განადგურების იარაღი უტიფარი სიცრუე იყო, მაგრამ მოსახდენიუკვე მომხდარი იყო, საქმე _ გაკეთებული. გაიხსენეთ ლიბია, დაქირავებული ტერორისტებირომ შეაგზავნეს და ამ ყველაზე თანამედროვე იარაღით კბილებამდე შეიარაღებულმადისიდენტებმა” “დემოკრატიისა და თავისუფლებისმოთხოვნა დაიწყეს. შედეგი _ მოსახლეობის კეთილდღეობის ყველაზე მაღალი დონის მქონე ქვეყანა აღარ არსებობს, ადგილობრივი კლანები ერთმანეთს ეომებიან, იღუპება ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. სამაგიეროდ, ნავთობი შეუფერხებლად გადაედინება საერთაშორისო კორპორაციებისკუთვნილ ტანკერებში. გაიხსენეთ ეგვიპტე, ტუნისი, იემენი, სადაც ამერიკულისპეცსამსახურების პოლიტტექნოლოგებმა უკრაინულინარინჯისფერიდა ჩვენებურივარდებისმსგავსირევოლუციებიმოაწყვეს. ამ ქვეყნების განვითარება შეჩერებულია, ისინი დენთის კასრებად იქცნენ, რომლებმაც ნებისმიერ წუთს შეიძლება ააფეთქონ რეგიონი(“საქართველო და მსოფლიო” #34, 2013 წელი).
* ბევრი ანალიტიკოსის აზრით, აშშ-მა სწორედ იმიტომ შექმნა და შეაიარაღა ჯერ “ალ ქაიდა”, შემდეგ “ისლამური სახელმწიფო” და სირიის ე.წ. ოპოზიცია, რომ მათ კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ დაეწყოთ ბრძოლა, გამოეწვიათ ქაოსი, მშობლიური კერიდან აეყარათ მკვიდრი მოსახლეობა და დევნილები ევროპის ქვეყნებისთვის შეესიათ. ამით ამერიკა სარგებელს იღებს: ევროპას აიძულებს, მისი უსაფრთხოების დამცველი და, შესაბამისად, ამერიკის ინტერესების გამტარებელი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ ლტოლვილს შეუსევს ევროპას, ამასთანავე, ამ ქაოსსა და არეულობაში ხელთ იგდებს ნავთობსაბადოებს და გააძლიერებს თავის ვალუტას, რომელიც ჰაერისგან არის შექმნილი და არაფრით არის გამყარებული.
აი რას ამბობდა ალექსანდრე ჭაჭია 2013 წელს:
ყველა ევროპულ ქვეყანაში ფუნქციონირებს ორისამი ძირითადი პოლიტიკური პარტია, რომელთა უკანაც დგას მსხვილი კაპიტალი. ეს ფორმალურად ადგილობრივი კაპიტალიც რომიყოს, იგი მაინც აფილირებულია უმსხვილეს საერთაშორისო კორპორაციებთან. მსოფლიოკაპიტალისთვის ევროპა არის მოგების ამოღების ზონათუ გამოჩნდება სახელმწიფო, რომელსაც სურს, საკუთარი რესურსები გამოიყენოს თავისი ხალხის და არა საერთაშორისოკაპიტალის სასარგებლოდ, იქ მაშინვე ამერიკული ბომბდამშენები მიფრინავენ (“საქართველო და მსოფლიო” #31, 2013 წ).
* ამიტომ არ აძლევს ხელს აშშ-ს ეროვნული სახელმწიფოების არსებობა, რადგან, თუ სახელმწიფო ეროვნული ინტერესების გამტარებელია, მან თავისი სიმდიდრე _ მიწა, წყალი, სასარგებლო წიაღისეული და ა.შ. ხალხს, ამ ქვეყნის ერს უნდა მოახმაროს.
აი როგორ აფასებდა ალექსანდრე ჭაჭია აშშის სამხედროპოლიტიკურ კურსს 5 წლის წინათ:
არის ერთი აქსიომა, რომელიც აშშისა და, საზოგადოდ, დასავლეთის სამხედროპოლიტიკური კურსის საფუძველში დევს: იმისთვის, რომოქროს მილიარდისქვეყნებშიახლანდელი მოხმარების მაღალი დონე შეინარჩუნონ, დანარჩენი კაცობრიობა სიღატაკეშიუნდა ამყოფონ. პლანეტის რესურსები შეზღუდულია, ყველას კარგი ცხოვრებისთვის არეყოფა. დასავლეთს მოხმარების შემცირება არ უნდა. სცადეთ, ამერიკელებს შესთავაზოთ, მოიხმარონ იმაზე ნაკლები, ვიდრე ისინი მიეჩვიენ, _ ისინი ნებისმიერ მთავრობას წალეკავენ. რა გამოსავალი აქვს ამერიკის მმართველ ელიტას? _ ომი, დიდი ომი, რა თქმა უნდა, ამერიკისფარგლებს გარეთ. ომი, რომელიც მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს გამოფიტავს, ხოლოშემდეგ იქ მივლენ ამერიკელები თავიანთი დოლარით და ისევ ჩვეულ და ძალიან სარფიანსაქმეს მიჰყოფენ ხელს _ დოლარების გაყიდვას. ასე გამოვიდნენ ისინი კრიზისიდან მეორემსოფლიო ომის წყალობით, ასე მოვიდნენ ისინი გამოფიტულ ევროპაში ომის შემდეგ(“საქართველო და მსოფლიო”, 2012 წლის მაისი).
* სწორედ ომებითა და ქაოსის შედეგად მოიპოვა აშშ-მა გავლენა ერაყზე, ლიბიაზე, უკრაინაზე, საქართველოზე; ამას ცდილობდა სირიაშიც, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
რა შეიძლება დაუპირისპიროს კაცობრიობამ აშშ-ის ექსპანსიას, რომელიც მსოფლიოსთვის დესტაბილიზაციის მთავარი საფრთხეა? _ ამ კითხვაზე ალექსანდრე ჭაჭიამ 4 წლის წინათ ასე უპასუხა:
ბოლო ათწლეულებში ამერიკა, სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიოსთვისდესტაბილიზაციის მთავარ ძალად, ხოლო ამერიკული არმია კბილებამდე შეიარაღებულიმკვლელებისა და მოძალადეთა ბანდად იქცა. ერთადერთი ხსნა ამ ბანდიტებისგან არისბირთვული იარაღი. ამიტომაც ის ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ ასეთი იარაღი, მაგრამ სურთ, დარჩნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და განვითარდნენ, ფორსირებული ტემპითცდილობენ ბირთვული იარაღის შექმნას. ამერიკამ მათ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. სააკაშვილის საყვარელი მასწავლებლის, სენატორ მაკეინის, მოსმენისას ნორმალური ადამიანიფიქრობს, რომ სისხლით გაუმაძღარ მანიაკს უსმენს და აშშში არსებობენ ძალები, რომლებსაცშეუძლიათ მისი აგრესიის მოთოკვა. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი სისხლმოწყურებულიკაციჭამიები და მათ ზურგს უკან მდგარი გაუმაძღარი კორპორაციები განაგებენ ამერიკას დაეს შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედმთელი კაცობრიობისთვის (“საქართველო და მსოფლიო” #34, 2013წ.).
სირიაში დამარცხების, შესაბამისად, ამ ქვეყნის სიმდიდრეების სრულად ხელში ჩაგდების უპერსპექტივობის კომპენსაციას აშშ ახლა ახალი ომებითა და ქაოსის შექმნით ცდილობს.
ამის მაგალითია კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკასთან აშშ-ის დაპირისპირება, რომელმაც, არ არის გამორიცხული, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს, რადგან ჩრდილოეთი კორეა თავისი სუვერენიტეტის დათმობას არ აპირებს; ამის კიდევ ერთი მაგალითია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გადაწყვეტილება ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების შესახებ, რომელმაც არაბული სამყარო ყალყზე შეაყენა. ამის ნათელი მაგალითია ქაოსის გამოწვევა უკრაინაში სააკაშვილის მიერ, რომელიც, როგორც აშშ-ის 32-ე პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა თქვა ნიკარაგუის დიქტატორ სამოსაზე (უფროსზე), ძაღლიშვილია, მაგრამ ამერიკელების ძაღლიშვილი…
როდემდე გაგრძელდება აშშ-ის ასეთი პოლიტიკა სხვა ქვეყნების მიმართ, როდემდე დაიმორჩილებს ის ევროპისა და სხვა კონტინენტების ქვეყნების მარიონეტულ ხელისუფლებებს თავისი ინტერესების გასატარებლად, ახლო მომავალში გამოჩნდება, მაგრამ დღეს უკვე ნათელია, რომ რეპუტაციაშერყეული აშშ-ის ჰეგემონიას მსოფლიოზე ბოლო მოეღო.
მოამზადა
გიორგი გაჩეჩილაძემ
წყარო: გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“