პუბლიკაციები
საქართველო - ნატოში, აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე: ბევრჯერ მსმენია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებისგან, კრეატიული მიდგომების დრო დადგა! - ლუკ კოფი

     საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. ნატო- ბუქარესტის სამიტიდან ათი წლის შემდეგ ქმედითი ნაბიჯების დრო დადგა, – ამის შესახებ Heritage Foundation-ის პოლიტიკურმა მიმომხილველმა ლუკ კოფმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო 10 წელია, ბუქარესტის სამიტის შემდეგ ესმის ერთი და იგივე დისკუსია, როგორ უნდა გახდეს საქართველო ნატო-ს წევრი, ათი წლის შემდეგ კი, უფრო კრეატიული მიდგომების დრო დადგა.
რაც შეეხება Heritage Foundation-ის პუბლიკაციას, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ოფიციალური პირები ნატო-ში გაწევრიანებისთვის აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებით კომპრომისს არ გამორიცხავენ, ლუკ კოფი აცხადებს:
ვერ ვიტყოდი, რომ ვინმე საქართველოს მთავრობაში ამ შესაძლებლობას აქტიურად განიხილავდეს, მაგრამ გეტყვით, რომ საქართველოს ბევრჯერ ვწვევივარ, შევხვედრივარ სხვადასხვა მთავრობის წარმომადგენლებს და პირადად მსმენია ამის შესახებ სხვადასხვა მაღალჩინოსნებისგან. ეს იქნება ძალიან რეალისტური გადაწყვეტილება საქართველოსთვის, რომ შეუერთდეს ნატო-. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს უბრალოდ ჩემი შემოთავაზებაა. მე ერთი წუთითაც არ გთავაზობთ, რომ საქართველომ უარი თქვას ტერიტორიულ მთლიანობაზე, სულაც არა. უბრალოდ ვამბობ,რომ რახან საქართველოს აქვს ძალის გამოუყენებლობის პირობა, მაშინ რა საჭიროა ნატო- მე-5 მუხლის გარანტია ოკუპირებული რეგიონებისთვის. ჩემთვის ეს უსარგებლოდ შექმნილი დაბრკოლებაა, – აღნიშნავს Heritage Foundation-ის პოლიტიკური მიმომხილველი პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ლუკ კოფის თქმით, მსოფლიოში არსებობენ ქვეყნები, რომლებიც მსგავსი მოდელით ხელმძღვანელობენ. მან ფოლკლენდისა და გუამისა კუნძულების მაგალითი მოიყვანა.
მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში სიტუაციას ის ართულებს, რომ საქმე რუსეთს ეხება, თუმცა ანალიტიკოსი მიიჩნევს, ბუქარესტის სამიტიდან 10 წლის შემდეგ ქმედითი ნაბიჯების დრო დადგა.
ბოლო 10 წელია, ბუქარესტის სამიტის შემდეგ მესმის ერთი და იგივე დისკუსია, როგორ გახდეს საქართველო ნატო- წევრი. ათი წლის შემდეგ ვფიქრობ ახალი, უფრო კრეატიული მიდგომების დრო დადგა!“, – აღნიშნავს კოფი.