საზოგადოება
სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა 9626 პირს მიანიჭა, რომელთა შორის ყველაზე მეტი თურქეთის მოქალაქე იყო - თეა წულუკიანი

       საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, ბოლო 4 წლის განმავლობაში საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობა დაახლოებით 4200-4500 ადამიანს მიენიჭა.
იუსტიციის მინისტრმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისა და დაკარგვის თაობაზე ინფორმაცია პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს მიაწოდა.
წულუკიანის თქმით, 2013 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა 9626 პირს მიანიჭა, რომელთა შორის ყველაზე მეტი თურქეთის მოქალაქე იყო.
მინისტრის განცხადებით, სააკაშვილმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობა იუსტიციის სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების გვერდის ავლით მიანიჭა, რის გამოც ეს მონაცემები ანალიზის გაკეთებისთვის არ გამოდგება.