პუბლიკაციები
სენსაცია! აშშ-მა და საქართველომ, პუტინის მიერ ახალი იარაღის პრეზენტაციის შემდეგ, რუსეთს მოლაპარაკებისკენ მოუწოდეს და მზად არიან კომპრომისებისთვის!

     საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის სენატმა რუსეთის ფედერაციასთან სასწრაფო მოლაპარაკებისკენ მოუწოდა ვლადიმერ პუტინის საინტერესო, ვიდეოკადრებით ილუსტრირებული მოთხრობის შემდეგ ახალი რუსული სტრატეგიული იარაღის ექვსი სახეობის შესახებ 2018 წლის 1 მარტს მანეჟში ფედერალური კრებისადმი რფ-ის პრეზიდენტის მიმართვის დროს. აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონისადმი მიმართულ წერილს ხელი მოაწერეს სენატის წევრებმა ჯეფ მერკლიმ, დაიან ფაინსტინმა, ედვარდ მარკიმ და დამოუკიდებელმა სენატორმა ბერნი სანდერსმა.
იმავე დღეს, 9 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობას მიმართა და მოლაპარაკებისა და კომპრომისებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თუმცა, საქართველოს მთავრობის მეთაურმა თავისი უპრეცედენტო განცხადების საბაბად დაასახელა არა პუტინის მიერ წარმოდგენილი უნიკალური, მსოფლიოში ყველაზე მძლავრი იარაღი, არამედ 08.08.08 ომის მე-10 წლისთავი, რომელიც წელს 4 თვის შემდეგ სრულდება.
მკითხველებს შევახსენებთ, რომ ეს საქართველოს უმაღლესი პირის პირველი მიმართვაა ბოლო 10 წლის განმავლობაში, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გამოთქვეს საქართველოს ხელმძღვანელებთან დიალოგის სურვილი, რასაც მთელი ეს წლები მოუთმენლად მოელის ქართველი ხალხი.