აქტუალური
არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვება მოწმობს, რომ რუსი ხალხი მაღალ შეფასებას აძლევს ვლადიმერ პუტინის მიერ თავისი ქვეყნის განვითარებაში შეტანილ უზარმაზარ წვლილს - ნურსულთან ნაზარბაევი

     საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. „არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვება მოწმობს, რომ რუსი ხალხი მაღალ შეფასებას აძლევს ვლადიმერ პუტინის მიერ თავისი ქვეყნის განვითარებაში და მისი ეროვნული ინტერესების გატარებაში შეტანილ უზარმაზარ წვლილს“, - ნათქვამია ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის მისალოც ტელეგრამაში ვლადიმერ პუტინისადმი.
ნაზარბაევმა დააფიქსირა, რომ „პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთი გაბედულად მიიწევს წინ მასშტაბური პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების, მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობის ამაღლების და აქტუალური გლობალური და რეგიონული პრობლემების გადაჭრის გზაზე“. „ყაზახეთი მიმართულია რუსეთთან კავშირის გაფართოების გაგრძელებაზე როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ჩვენი ორი ხალხის სასიკეთოდ“, - აღნიშნა ნაზარბაევმა.