საზოგადოება
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინ პინმა რუსეთის მოქალაქეებს სწორი არჩევანი მიულოცა

      საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინ პინმა მსოფლიო ლიდერებიდან პირველმა გაუგზავნა ვლადიმერ პუტინს მისალოცი ტელეგრამა რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა არჩევასთან დაკავშირებით.
ჩინეთის ლიდერმა რუსეთის მოქალაქეებს სწორი არჩევანი მიულოცა და აღნიშნა, რომ რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, „ერთგულად მისდევს რა მძლავრი სახელმწიფოს განვითარების გზას“. „ჩინეთი დაინტერესებულია რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტების უწყვეტი განვითარებით“, - ხაზი გაუსვა სი ძინ პინმა.