რელიგია
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი: აღმაშფოთებელია ის ანტიმართლმადიდებლური კამპანია და მკრეხელური გამოვლინებები, რომლებიც ხორციელდება „რუსთავი 2“-ის და სხვა უღმერთოების მიერ!

     საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი.
"უფალი ბრძანებს: ”არა მოიღო სახელი უფლისა ღრმთისა შენისა ამაოსა ზედა”. სამწუხაროა და აღმაშფოთებელია ის ანტიმართმადიდებლური, ანტიეკლესიური კამპანია და მკრეხელური გამოვლინებები, რომლებიც ხორციელდება რუსთავი 2-ის თუ სხვა უღმრთო მესვეურთა მიერ. სახეზე გვაქვს უკიდურესი შეურაცხყოფა რელიგიური გრძნობებისა, იმ უდიდესი საუნჯისა, რომელსაც მრავალი საუკუნის განმავლობაში ეწირებოდნენ ჩვენი წინაპრები, რამაც დღემდე მოიტანა ჩვენი ქვეყანა მრავალსაუკუნოვანი კულტურით, იმ დროს, როცა მსოფლიო რუკიდან გაქრა არაერთი დიდი სახელმწიფო. როდესაც ჩვენი საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოხატა თავისი ობიექტური ვნებათაღელვა, რასაც, ჩემი აზრით, მეორე მხრიდან მოჰყვა მათი ემოციების ოვოცირება დაცეცხლზე ნავთის დასხმა”, ამან წარმოშვა ზიკური დაპირისპირება.
ამ ქვეყანაში, სადაც ყოველდღიურად ილახება მართმადიდებელთა უფლებები და ღირსება, კანონით კი არავინ ისჯება, ამ ფონზე გაკვირვებას იწვევს, რამდენად მართლზომიერი და მიზანშეწონილი იყო ახალგზრდების პატიმრობაში გაშვება, რითაც მოხდა ფსევდოლიბერალური და უღმერთო საზოგადოების გუნდრუკის კმევა და ამით მათი უზნეო გამოხტომების წახალისება.
პიროვნებამ, რომელმაც შეურაცხყო უწმინდესი სახელი ღვთისა, უტიფრად არ მოიხადა ბოდიში და არ ითხოვა შენდობა. ვინც არ ითხოვს პატიებას, მას არც ღვთისგან მიეტევება…”