პუბლიკაციები
ის აქ არის! - საქინფორმის განცხადება საქართველოს მოსახლეობისადმი სააკაშვილის გუშინდელ მიმართვასთან დაკავშირებით

     2018 წლის 3 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აჩვენა საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ყოფილი მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ტელემიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი. ამასთან დაკავშირებით საქინფორმი აცხადებს შემდეგს:

     1. ზემოთ მითითებული განცხადება იყო სააკაშვილის პირველი კონკრეტული განცხადება საქართველოში და მისი ხელისუფლების სათავეში დაბრუნების შესახებ.
     2. ზემოთ მითითებული განცხადება არ იყო სააკაშვილის მორიგი იმპროვიზაცია, არამედ მოწმობდა, რომ აშშ-ის გარკვეულ წრეებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის პროცესის დაწყება აქვთ განზრახული, რადგან ბიძინა ივანიშვილის მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ უზრუნველყო ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერა მოსახლეობის მიერ, რომლის უმრავლესობა რუსეთთან ყოფილ მეგობრობასა და კავშირს ნატრობს.
     3. სააკაშვილის გაბედული ტონი და შესახედაობა (შეკრეჭილი, თმაშეღებილი, კლასიკური შავი კოსტიუმითა და თეთრი პერანგით), თეზისები და მკაცრი ანტურაჟი (მისი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგოტიპის ფონზე) მოწმობს, რომ მან უკვე მიიღო ინსტრუქციები და დაფინანსება ვაშინგტონიდან.
     4. მიმართვის მომენტი ძალიან ზუსტად იყო შერჩეული - ქვეყანაში მკვეთრად გაუარესებული კრიმინოგენული და სოციალური სიტუაციის, უმუშევრობის გამო მოსახლეობის მასობრივი ემიგრაციის, პრეზიდენტ მარგველაშვილის და მთავარი ოპოზიციური პარტიების - რესპუბლიკური პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპელი დემოკრატები“ - გაძლიერებული ძირგამომთხრელი საქმიანობის, აგრეთვე, სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მეთაურობით მედიაში წარმოებული უპრეცედენტო ანტირუსული პროპაგანდის ფონზე.
     5. სააკაშვილის „პროლეტარული“ ტელემიმართვის თითოეული თეზისი ზუსტად ხვდებოდა მიზანს - საქართველოს გაღატაკებული, უზომოდ გამდიდრებული ბანკებისა და ლომბარდების მონობაში მოხვედრილი მოქალაქეები, ტოტალური უმუშევრობის გამო მოსახლეობის გადინება, პენსიის 3-ჯერ და ხელფასების გაზრდის, აგრეთვე მცირე და საშუალო ბიზნესის დაცვის დაპირება (რომლის წარმომადგენლები უკიდურესად უკმაყოფილო არიან მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებით რამდენიმე მიზეზის გამო - აქციზების რამდენჯერმე გაზრდა, მათ შორის - განბაჟებაზე, გარე ვაჭრობის აკრძალვა და ხანძრები დედაქალაქის ყველაზე მსხვილ სავაჭრო ცენტრებში). და არცერთი სიტყვა - საქართველოს ნატოში ან ევროკავშირში შესვლის აუცილებლობაზე, რაც ძალზე წინდახედული საქციელია და სააკაშვილის საუცხოო ფორმას ადასტურებს.

ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან გამომდინარე (სააკაშვილის მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან, გაღატაკებული მოსახლეობის უკმაყოფილება ჩინოვნიკების ასტრონომიული ხელფასების ფონზე (მაგალითად, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასი, რომელმაც ერთ წელიწადში ნახევარი მილიონი მიიღო, საიდანაც ორ მესამედზე მეტი დანამატები და პრემიებია), ხელისუფლების მხრიდან პატრიოტული ძალების პრესინგი (მაგალითად - „ქართული მარშის“), გაუთავებელი ცვლილებების ფონზე სასამართლოებში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და უზენაეს სასამართლოში (რომელსაც საკუთარი გადაწყვეტილებების შესრულების უზრუნველყოფაც კი არ ძალუძს, მაგალითად - ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნების შესახებ), ხელისუფლების უუნარობა, დიალოგი ააწყოს აფხაზებთან და ოსებთან, ასევე რუსეთთან, რომელთანაც საქართველოს ურთიერთობა თავად რუსეთის აშშ-სთან ურთიერთობის გაუარესების პროპორციულად გაუარესდა), საქინფორმს სააკაშვილის საქართველოში და მის ხელისუფლებაში დაბრუნება სავსებით რეალურად მიაჩნია, მის წინააღმდეგ აღძრული და სასამართლო წარმოებაში მყოფი საქმეების მიუხედავად, რომელთაგან ერთზე განაჩენი უკვე გამოტანილია - პატიმრობა.

საქინფორმი
2018 წლის 4 აპრილი
საქართველო, თბილისი