უცხოეთი
დონალდ ტრამპი - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის წევრობა აშშ-სთვის არახელსაყრელია

     საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის წევრობა აშშ-სთვის არახელსაყრელია, უფრო ეფექტიანი და მომგებიანია ორმხრივი ურთიერთობები, – მიაჩნია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
„იაპონიასა და სამხრეთ კორეას სურთ ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობაში ჩვენი დაბრუნება. მე არ მომწონს ეს შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ და არგუმენტად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობა მოჰყავს.
ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობას ხელი 2016 წელს 12-მა ქვეყანამ მოაწერა – აშშ, კანადა, ავსრტალია, ახალი ზელანდია, სინგაპური, მალაიზია, ბრუნეი, ვიეტნამი, იაპონია, მექსიკა, ჩილე და პერუ. აღნიშნულ ქვეყნებზე მსოფლიო ეკონომიკის 40 პროცენტი მოდის. თეთრი სახლის ადმინისტრაციაში მოსვლისთანავე, დონალდ ტრამპმა შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლის დოკუმენტს მოაწერა ხელი.

1tv.ge