პოლიტიკა
ვულოცავ ჩემს ძვირფას მეგობარს სერჟ სარგსიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას! - დაწერა პრემიერმა კვირიკაშვილმა თავის გვერდზე Twitter-ში

     საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სერჟ სარგსიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე არჩევა მიულოცა. ვულოცავ ჩემს ძვირფას მეგობარს, სერჟ სარგსიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და ერებს შორის მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერის მილოცვაში, რომლიც Twitter-ში მის გვერდზე გამოქვეყნდა.

Twitter-დიპლომატიის მოდა აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შემოიღო და, რა თქმა უნდა, ის მყისვე აიტაცეს საქართველოში - ქვეყანაში, რომელიც თავს აშშ-ის „სტრატეგიულ პარტნიორად“ მიიჩნევს - საქინფორმის შენიშვნა.


ცნობისათვის: სომხეთის პარლამენტმა – ეროვნულმა კრებამ სერჟ სარგსიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე აირჩია. მის კანდიდატურას 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 17 დეპუტატი კი წინააღმდეგი იყო.