სამართალი
მარგველაშვილი: საზოგადოებამ იხილა კიდევ ერთი უბინძურესი შავი პიარის ტალღა, რომელიც ამაზრზენად დაიწყო და საცოდავად დამთავრდა!

     საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. შეწყალების საკითხის მიმართულებით უკვე დავიწყეთ კონსულტაციები, თუ რა არის დასახვეწი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ შეწყალების საკითხთან მიმართებაში მის წინააღმდეგ უბინძურესი შავი პიარი აგორდა.
„ამ რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოებამ იხილა და ნათლად დაინახა კიდევ ერთი უბინძურესი შავი პიარის ტალღა, რომელიც ამაზრზენად დაიწყო და საცოდავად დამთავრდა. ამ მიმართულებით რა უნდა დაიხვეწოს, ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები და დავხვეწავთ კიდევ. კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა საზოგადოებამ შავი პიარის ტალღის ამაზრზენი დასაწყისი და საცოდავი დასასრული. ალბათ, ამგვარი რამ კიდევ იქნება. სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვცხოვრობთ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

წყარო: 1tv.ge