რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: კაპიტალ გრანტის შვილები, ანუ ვის გულისხმობს სუს-ი შპიონებსა და საქართველოში ანტიდასავლური განწყობის გამღვივებლებში

     16 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა 2017 წლის ანგარიში წარმოადგინა, რომელშიც ჩამოთვლილია „ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები საერთაშორისო ტერორიზმთან, ჰიბრიდულ ომთან, უცხო ქვეყნების სადაზვერვო სპეცსამსახურების საქმიანობასთან, კორუფციასთან, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების შესაძლო გავრცელებასთან და პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით“.
კონკრეტული ჯაშუშები, დაზვერვები და ქვეყნები არ დაუსახელებიათ - გარდა ისლამური სახელმწიფოსი საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებით, და „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებისა, რომელიც ინსტიტუციურ დონეზე ეტაპობრივად აუქმებს სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. სუვერენიტეტს და დე-ფაქტო ხელისუფლებებთან ერთად ღიად ახორციელებს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართულ დისკრიმინაციას“.
ამის გამო ქართველი საზოგადოების ნაწილმა არასწორად გაიგო ანგარიშის ზოგიერთი თავი - ვითომდა იქ საფრთხეების ქვეშ ყველგან მხოლოდ რუსეთი იგულისხმება. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, კომენტარი გამეკეთებინა - სინამდვილეში ვის გულისხმობს სუს-ი „ჯაშუშური ქსელების შემქმნელი უცხოური სპეცსამსახურების აგენტებში“, პროპაგანდისტებში, დეზინფორმატორებსა და საქართველოში „ანტიდასავლური განწყობის გამღვივებლებში“.

ანგარიშიდან:
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად გამოვლინდა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხოური სპეცსამსახურების ძალისხმევა ქვეყანაში პოლიტიკური გავლენის ინფრასტრუქტურის განმტკიცებისა და გაფართოებისთვის - ე.წ. ლობისტური ჯგუფები, პოლიტიკური კავშირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ფონდები, რომლებიც ეკონომიკური და ენერგეტიკული ბერკეტებით მანიპულირებენ. უცხოური სადაზვერვო სამსახურების მიზანია ქვეყანაში პოლიტიკურ, სოციალურ, სამხედრო და ეკონომიკურ პროცესებზე ზეგავლენა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა უცხოურ დაზვერვათა სპეციალური სამსახურების საქმიანობის, მათი გეგმების, გამოყენებული ძალებისა და საშუალებების, ფორმებისა და მეთოდების, მათთან კონტაქტში მყოფი პირების, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენას და აღკვეთას“.

კომენტარი:
რომელი ქვეყნების „უცხოურ სადაზვერვო სპეცსამსახურებს“ გულისხმობს საქართველოს სუს-ი? პირველ რიგში, ალბათ, ამერიკელ და ბრიტანელ მზვერავებს დიპლომატიური საფარის ქვეშ და ყველა სამინისტროში მრჩევლების - კონსულტანტების სტატუსით (დაწვრილებით იხ. ბმულები ქვემოთ), აგრეთვე თურქეთისა და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს, რომლებსაც, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, არ ვასახელებ. დაინტერესებული მკითხველისთვის საკმარისია, გადახედოს - ვისი ეკონომიკური, ლოგისტიკური და პოლიტიკური ინტერესები გადის საქართველოზე, მისი სტრატეგიული „სატრანზიტო“ გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის - საზღვაო პორტების, მის ტერიტორიაზე გამავალი ტრანსნაციონალური მილსადენების, საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების, აგრეთვე პროექტის „ერთი გზა და ერთი სარტყელი“ - გათვალისწინებით; რომელი ქვეყნები მოიწევენ ქართული, მათ შორის - ენერგეტიკული ბაზრისკენ და ენერგომატარებლების ტრადიციულ მომწოდებლებს განდევნიან; რომელ ქვეყნებს აქვთ და შეუძლიათ, ჰქონდეთ ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოსთან; რომელი ქვეყნები არიან მისი მთავარი იმპორტიორები და საქართველოში სხვადასხვა კომპანიებს თუ ფონდებს ქმნიან - დიდი ხნის განმავლობაში მოქმედი NDI-ს, IRI-ს და სოროსის ფონდის ფილიალის გარდა; ძირითადად რომელი ქვეყნიდან ჩამოსული ვიზიტორები ცხოვრობენ დედაქალაქის საუკეთესო სასტუმროებში და აშენებენ მათ, კერძოდ - The Biltmore Hotel Tbilisi-ს; ყველაზე ხშირად ვინ ხვდება უცხოელ ბანკირებსა და მილიარდერებს, ცნობილ ტრანსნაციონალურ „უფლებადამცველ“ ორგანიზაციებს და „ევროპის სახალხო პარტიის“ ტიპის პარტიებს.

საეჭვოა, სუს-ში „უცხოურ სპეცსამსახურებში“ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს გულისხმობდნენ, რომელიც ახორციელებს მსხვილ ინვესტიციებს ქართული ეკონომიკის სტრატეგიულ, მათ შორის - ენერგეტიკულ ობიექტებში ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროიდან, მათ აბსოლუტურად გამჭვირვალედ მართავს ურთიერთხელსაყრელ საფუძველზე, ამიტომ რუსული სპეცსამსახურების მხრიდან დამატებით უზრუნველყოფას არ მოითხოვს. იგივე შეიძლება ითქვას რუსეთთან აღდგენილ სავაჭრო ურთიერთობაზე და სატრანსპორტო კავშირებზე.

რაც შეეხება „უცხოური სადაზვერვო სპეცსამსახურების საქმიანობის გამოვლენას და აღკვეთას“, საქართველოში უეცრად რუსი მზვერავები რომ „გამოევლინათ“, სკრიპალების „მოწამვლის“ გამო ატეხილზე უარესი სკანდალი ატყდებოდა! ეს კი იმას ნიშნავს, რომ სუს-მა „აღკვეთა“ არა რუსეთის, არამედ სხვა „უცხოური სადაზვერვო სპეცსამსახურების საქმიანობა“.

ახლა - „პოლიტიკური კავშირების“ შესახებ: რუსეთი დემონსტრაციულად ჩამოშორდა დაცალკევებულ არაპოპულარულ პოლიტიკურ ძალებს საქართველოში, რომლებიც „პრორუსულებად“ ითვლებიან, თუმცა მათ ერთ პლატფორმაზე კოალიციაში კონსოლიდაციის შესაძლებლობა ჰქონდა. ანდა შეეძლო, ხელი შეეწყო ერთი ახალი პარტიის შექმნისთვის, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა დაუჭერდა მხარს და რომელსაც, არსებულთაგან განსხვავებით, გავლენა, მკაფიო პროგრამა და პოლიტიკური კაპიტალი ექნებოდა, და არა მხოლოდ გადაჭარბებული ამბიციები და კარგი მადა. მაგრამ რუსეთში გაშიფრეს ამ „კაპიტალ გრანტის შვილების“ ვირეშმაკობა - მოსკოვში ჩაბრძანებით დასავლეთი დააშანტაჟონ გრანტების გამოყოფის მიზნით, და პირიქით - ევროპასა და ამერიკაში ჩასვლით თავისი „მოთხოვნადობა“ აჩვენონ რუსეთს, რათა ფული დააყრევინონ!

ანგარიშიდან:
„უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მხრიდან შეიმჩნევა საექსპერტო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების და სააგენტოების შექმნის მცდელობა, რომლებშიც კონკრეტული თემების დამუშავება და საკუთარი ინტერესების თანახმად საზოგადოების ინფორმირება ხდება. საანგარიშო პერიოდში მიღებული იქნა კანონით გათვალისწინებული ზომები საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაში ჩართული პირების და მათი დაფინანსების წყაროების გამოვლენის მიზნით. გარდა ამისა, იმ პირთა გამოსავლენად, რომელთა ქმედებებში შეიმჩნევა უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები“.

კომენტარი: კორუმპირებული და არხეინი მოსკოველი ჩინოვნიკი საქართველოში საქმეებს უპირატესად უპრინციპო არტისტებთან და სამარცხვინო აფერისტებთან რომ არ დაეჭირა, რომლებიც მოსკოვში „ატკატებს“ რეგულარულად აბრუნებენ რუსეთის მიერ ჰუმანიტარული და კულტურული მიზნებისთვის გამოყოფილი გრანტებიდან, დღეს სუვერენული საქართველო, ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვის ნაცვლად, რუსეთთან ერთად ევრაზიულ კავშირში იქნებოდა.
რუსეთი რომ აფინანსებდეს საქართველოში „საექსპერტო სამეცნიერო-კვლევით ცენტრებსა და სააგენტოებს, რომლებშიც კონკრეტული თემები მუშავდება“, მერე კი „საკუთარი ინტერესების თანახმად საზოგადოების ინფორმირებას ახდენდეს“ - ანუ საქართველოში ობიექტურ მედიას და ერთიან რუსულენოვან საინფორმაციო სივრცეს მხარს რომ უჭერდეს, რუსული ენა ადგილს არ დაუთმობდა ინგლისურს, რომელზეც აფხაზები და ოსები ქართველებს მაინც არ დაელაპარაკებიან, ხოლო რუსები ისტორიულ სამშობლოში არ დაბრუნდებოდნენ და ადგილს არ დაუთმობდნენ თურქებს, არაბებსა და აფროამერიკელებს. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ მოსკოვს ეს ჩაურევლობა არ დაუფასეს - რუსეთი მაინც დაადანაშაულეს ანტიდასავლურ პროპაგანდაში, „რბილ ძალაში“, საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში და გავლენის აგენტებში, რომლებსაც „გაზპრომბანკში“ ანგარიშები აქვთ.

ესე იგი, სუს-ში მხედველობაში ჰყავთ მორიგი „კაპიტალ გრანტის შვილები“ - ამჟამად მუდამ მშიერი ქართველი „ექსპერტების“ – თვითმაქვია „პოლიტოლოგებისა“ და „ანალიტიკოსების“ სახით, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მთავრობების გრანტებს ღებულობენ, მათ შორის - ფონდების NED, USAID და CSSF ხაზით, საქართველოში CIA-ს, SIS-სა და ნატოს სამოკავშირეო ოფისის მიერ დასმული ამოცანების შესასრულებლად (იხ. სქემაზე ქვემოთ).

ანგარიშიდან:
„საქართველოში უცხოური სადაზვერვო სამსახურები, სხვადასხვა საქმიანობის საფარქვეშ (დიპლომატიური, კულტურული, ჰუმანიტარული, რელიგიური, კომერციული და სხვა) გამუდმებით ცდილობენ ხელისუფლების ორგანოებში და ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურებში შეღწევას სასურველი/საიდუმლო ინფორმაციის მისაღებად, ჯაშუშთა ქსელის შესაქმნელად/გასაფართოებლად“.

კომენტარი:
რუსეთის „დიპლომატიური საქმიანობა“ საქართველოში არ შეინიშნება, იმიტომ რომ მასთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლიდან შეწყვეტილია. ხოლო ქრთამის გადახდა თბილისში რფ-ის ინტერესების სექციაში რუსეთის ვიზის ურიგოდ ასაღებად ბანალური კორუფციაა, და არა „ჯაშუშური საქმიანობა“.

დიახ, „კაპიტალ გრანტის შვილები“ უწინდებურად იჯიბავენ რუსულ გრანტებს „კულტურული“ და „ჰუმანიტარული საქმიანობისთვის“ - „რუსული ენის შემსწავლელ“ ვირტუალურ კურსებზე და ყოველგვარ „სლავურ კონგრესებზე“; ვეტერანების ფინანსურ დახმარებაზე „მკვდარ სულებთან“ ერთად; დიდი სამამულო ომის მონაწილეთა საფლავების მოვლაზე, რომლებიც დღესაც უპატრონოდ მიტოვებულია; დიადი გამარჯვების აღსანიშნავად და ოცი „ბოსიაკისა“ და ლოთისგან შემდგარ „უკვდავ პოლკზე“. ამჟამად „კაპიტალ გრანტის შვილები“ - თბილისში დიდი ხნის წინ მხილებული ორიოდე თაღლითი და პროვოკატორია, რომლებიც საქართველოში რფ-ის ინტერესების სექციასთან არიან დაკავშირებული მასთან მოქმედი „საქართველოში რუსი თანამემამულეების ორგანიზაციათა საკოორდინაციო საბჭოს“ (КСОРСГ) მეშვეობით. რაც შეეხება მათ მცდელობებს, „ხელისუფლების ორგანოებში და ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურებში შეაღწიონ სასურველი/საიდუმლო ინფორმაციის მისაღებად, ჯაშუშთა ქსელის შესაქმნელად/გასაფართოებლად“, - ჯერჯერობით, საქართველოს ვეტერანთა ცენტრალური კავშირის და ერთ არარელევანტურ „პრორუს“ პარლამენტარ ქალთან საეჭვო კავშირის იქით მათ ვერ შეაღწიეს. თუმცა, ეს ქურდბაცაცა ვიგინდარები, საქართველოში რფ-ის ინტერესთა სექციის კარს ფეხით რომ აღებენ, სუს-ის ანგარიშში აღნიშნულ კიდევ ორ კატეგორიაში ხვდებიან: 1 – „მიგრანტები, სხვა ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობის, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ორმაგი მოქალაქეობის და სხვა სტატუსის მიღების მიზნით ფიქტიურ ქორწინებებს აფორმებენ“; 2 – „კორუფციულ დანაშაულში გარეულები, რომლებიც ამის გამო უცხოური სპეცსამსახურებისთვის მიმზიდველი ობიექტები ხდებიან“.
მაგრამ მთლიანობაში ამ ნაირსახეობის „კაპიტალ გრანტის შვილების“ მოუქნელი ფართიფურთი იმდენად სამარცხვინოა, რომ საქართველოში „ანტიდასავლურ“ კი არა, ანტირუსულ განწყობას იწვევს და თუ ამიტომ - დიახაც, „საქართველოს სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს“ ეწინააღმდეგება! მაგრამ კორუმპირებული მოსკოველი ჩინოვნიკი ამ „წვრილმანებს“ არ იმჩნევს და რუსი გადასახადების გადამხდელთა გაფლანგული გროშები მას სულ ფეხებზე ჰკიდია ზემოდ აღნიშნული გასაგები მიზეზის გამო.

განვაგრძოთ. რუსეთის „რელიგიური საქმიანობა“ საქართველოში რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების, უწმინდესი პატრიარქების კირილისა და ილიას კანონიკური ურთიერთობის მკაცრ ჩარჩოებშია მოქცეული, ხოლო წმინდა სინოდის წევრთა კონკრეტული ჯგუფის გამუდმებული მიწვევა თეთრ სახლში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში და კონგრესში, პენტაგონში, ნატოსა და ევროკავშირის შტაბბინებში, აგრეთვე დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის საელჩოებში სწორედ რომ სუს-ის კომპეტენციაში შედის.

სახელმწიფო და მსხვილი კერძო კომპანიების დონეზე „კომერციულ საქმიანობაზე“ უკვე ვილაპარაკე - აქ ყველაფერი გამჭვირვალეა და ჯერ კიდევ სააკაშვილის დროიდან ცნობილი. აუცილებელია დავამატოთ ექს-პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება - ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის აღდგენა რუსეთში, აგრეთვე - 1,5 მილიონი რუსი ტურისტი საქართველოში მარტო გასულ წელს.

ესე იგი, როდესაც „ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ, სამხედრო და ეკონომიკურ პროცესებზე“ გავლენის მოხდენისკენ მისწრაფებაზე ლაპარაკობს, სუს-ი გულისხმობს არა თბილისში რუსეთის ინტერესთა სექციასთან დაკავშირებულ არამზადებს, ქურდბაცაცა წამგლეჯებს - ყბედებსა და ალკოჰოლიკებს, რომლებიც რუსული ენით და დიდი სამამულო ომის გმირების საფლავებითა და ძეგლებით სპეკულირებენ, საქართველოში „ფაშიზმის ჰეროიზაციაზე“ და „რუსი ტურისტების უფლებებზე“ მითიური ზრუნვით ინიღბებიან, არამედ უცხოური სპეცსამსახურების სერიოზულ და ადეკვატურ აგენტებს, რომლებიც“ხელისუფლების ორგანოებში და ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურებში შეღწევას ცდილობენ, რათა ეს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენონ“. ამ კატეგორიაში ხვდებიან საქართველოში ზემოხსენებული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების, ასოციაციების, ინსტიტუტებისა და ფონდების ხელმძღვანელები; ტელეწამყვანები, რომლებსაც ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში - მინისტრთა კაბინეტში, უშიშროების საბჭოში წამყვან პოზიციებზე ნიშნავენ და პარლამენტში ირჩევენ; მთავრობაში უცხოური ბიზნესჯგუფების ლობისტები და უცხოელი მრჩევლები - კონსულტანტები ყველა სამინისტროში, განსაკუთრებით - ამერიკელები და ინგლისელები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

ანგარიშიდან:
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ უცხო ქვენების სპეცსამსახურების ძირითადი ამოცანებია: ქართველ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გააქტიურება; საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორ საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა; საზოგადოებაში უნდობლობის, გაურკვევლობის, უიმედობისა და ნიჰილიზმის გაჩენა; ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერების შექმნა ქვეყანაში დეზინტეგრაციის პროცესების განვითარების და ქართველი საზოგადოების პოლარიზაციის მიზნით. უცხო ქვენების სპეცსამსახურები ისევ აქტიურად იყენებენ „ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკას - პროპაგანდისტულ მედიაკამპანიებს, დეზინფორმაციას... მეთოდები მრავალფეროვნებით გამოირჩევა და მიმართულია ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების, ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ“.

კომენტარი:
ვინ გააჩინა „ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობა ქართველ საზოგადოებაში“ ქართველებისთვის საძულველი ლგბტ-ფასეულობების, სექტანტობის, გარყვნილების, ერთნაირსქესიანი ქორწინებისა და ინცესტის, როგორც „დასავლური დემოკრატიული ღირებულებების“ პროპაგანდით?

ვინ „ლახავს საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორ საიმედო პარტნიორის იმიჯს“ - გაეროს და ევროკავშირის მაღალი ტრიბუნებიდან გამუდმებით „ამხელს“ საქართველოს ხელისუფლებას ყველა წარმოუდგენელ ცოდვაში? ვინ სთხოვს აშშ-ს, ევროკავშირსა და ნატოს - „აღკვეთონ რუსი მილიარდერის და ოლიგარქის, კრემლის კაცის და „გაზპრომის“ აქციონერის ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული არაოფიციალური მმართველობა“?

ვინ „ნერგავს საზოგადოებაში უნდობლობას, გაურკვევლობას, უიმედობასა და ნიჰილიზმს; ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერებს ქმნის ქვეყანაში დეზინტეგრაციის პროცესების განვითარების და ქართველი საზოგადოების პოლარიზაციის მიზნით“? რომელი ტელეკომპანიები და პარტიები სპეკულირებენ ხელმოკლეებითა და მძიმე ავადმყოფებით? თესავენ პანიკას დეზინფორმაციით „მკვეთრად გახშირებულ მკვლელობებზე და ძარცვებზე, სუიციდზე და გენდერულ ძალადობაზე „ქართული ოცნების“ უუნარობის გამო, რომელმაც არცერთი წინასაარჩევნო დაპირება არ შეასრულა“? ვინ აპირისპირებს სამკვდრო-სასიცოცხლოდ „ნაციონალებს“ „მეოცნებეებთან“ და არჩევნებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და პარლამენტშიც კი ხელჩართული ბრძოლების პროვოცირებას ახდენს? ვინ მუშაობს დღედაღამ სააკაშვილის დაბრუნებაზე საქართველოში და ტრანსლირებს მის გამოსვლებს, ყველა მათგანი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისკენ რომ მოგვიწოდებს? ვინ „ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით“ აღვივებს ეროვნებათაშორის და რელიგიათაშორის შუღლს ეროვნულ უმცირესობათა კომპაქტური დასახლების რეგიონებში და აჭარაში, რომელსაც ნატვრით შესცქერის თურქეთი? ვინ ასხამს ლაფს მართლმადიდებელ უმრავლესობას, ქართულ ეკლესიას და მის წინამძღვარს „საზოგადოების პოლარიზაციის მიზნით“?

უხეშად ვინ არღვევს „კანონის უზენაესობას“ - უზენაესი სასამართლოს განჩინების მიუხედავად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს უკანონოდ ფლობს და პატრონს არ უბრუნებს? რომელი ტელეკომპანიის ეთერში ლანძღავენ „ივანიშვილის მსახურ სუს-ს“ და „ნარკოტიკების ჩამდებ პოლიციას“?

დიახ - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ 2017 წლის ანგარიშში „უცხო სახელმწიფოების სადაზვერვო სპეცსამსახურებზე მომუშავეებში, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ეროვნული უსაფრთხოებისათვის და დემოკრატიული ფასეულობებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ“, გულისხმობს ზემოთ ჩამოთვლილ „კაპიტალ გრანტის შვილებს“, რომლებსაც ქართველი ხალხი ერთი ტევადი სიტყვით მოიხსენიებს - „ლიბერასტები“.

„საქინფორმის“
მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2018 წლის 23 აპრილი
საქართველო, თბილისი

თემაზე ასევე წაიკითხეთ: ამერიკელი მზვერავები დიპლომატიური საფარის ქვეშ კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს საქართველოსა და სომხეთში

საქართველოში აშშ-ის საელჩო მისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასახულ ამოცანებს შეესაბამება

NDI-ს კვლევაზე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო დირექტივით №66-6G პასუხობს

აშშ–ს კავკასიაში დიდი ბრიტანეთი შეცვლის – CSSF-ის გეგმები საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში

„რუსული პროპაგანდის“ და საქართველოში შემოსული მილიონობით გირვანქა სტერლინგის შესახებ

არასამთავრობო სექტორის პოლიტიკური როლი საქართველოში