უცხოეთი
ბულგარეთის პრეზიდენტი - ბულგარეთსა და რუსეთს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ, რომელიც ისტორიულ კავშირებს ეფუძნება

     საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. ბულგარეთსა და რუსეთს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ, რომელიც ისტორიულ კავშირებს ეფუძნება – ამის შესახებ ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა. რუმენ რადევის თქმით, ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის დიალოგის აღდგენაა. ვლადიმერ პუტინმა კი აღნიშნა, რომ რუსეთისა და ბულგარეთის ურთიერთობებში მეტი შესაძლებლობაა და დიალოგი ამ მიმართულებით მოსკოვში, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გაგრძელდება.
რუსეთში გამგზავრებამდე, ბულგარეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა ბირთვული ენერგიის სადგურის ამუშავებას გეგმავს და მზადაა, რუსეთის მონაწილეობისთვის. ბულგარეთის ხელისუფლება რუსეთიდან ბუნებრივი აირის პირდაპირი ხაზით მიღებაზე მოლაპარაკებების განახლებას არ გამორიცხავს.

1tv.ge