პოლიტიკა
2008 წლის 12 აგვისტოს „ისკანდერის“ გამოყენების შემთხვევაში გორის ცენტრალური მოედანი საერთოდ აღარ იარსებებდა! - მაიკლ სვეინსტონი

     საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ეს განცხადება რუსეთის სახელმწიფოს ბრიტანელმა ადვოკატმა მაიკლ სვეინსტონმა სტრასბურგში გააკეთა, სადაც საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის ზეპირ მოსმენაზე წარდგა.
ჰოლანდიელი ჟურნალისტის მკვლელობამდე ვრცელდებობდა ცნობა, რომ სტან სტორიმანსი ტრაგიკულად გარდაიცვალა ნაღმმტყორცნით თავდასხმისას. ამ დროს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უკვე დატოვებული ჰქონდათ გორი, ხოლო რუსები იქ ჯერ არ იყვნენ ჩასულები. ადვილი წარმოსადგენია, ვინ ისროლა ნაღმმტყორცნიდან, რათა შემდეგ ყველაფერი რუსეთისთვის დაებრალებინა. „ჰიუმან რაით ვოჩისწარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ გორის ცენტრში კასეტური ბომბი გამოიყენეს. თუმცა შემდეგ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ეს განცხადება უარყო. ეს მართლაცისკანდერირომ ყოფილიყო, გორის ცენტრალური მოედანი აღარ იარსებებდა“, – განაცხადა ადვოკატმა.