პუბლიკაციები
ამერიკული დერმო-კრატია: საქართველოში შეიძლება, დაუსჯელად საჯაროდ შეურაცხყოთ ყველა, თვით ღმერთიც კი, მაგრამ პროდასავლური ლაქიების - სააკაშვილის თანამებრძოლების შეურაცხყოფა არ შეიძლება! - საქინფორმი

     საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყება, გასულ კვირა დღეს ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან თბილისის მოწინავე ახალგაზრდობა შეიკრიბა - სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებმაც მკაცრად დაგმეს ჩხუბის შედეგად მოკლული მოზარდების საქმის გამოძიებაში სამართლიანობის აღდგენის პროცესის პოლიტიზება მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) მიერ, რომლის მმართველობის დროს საქართველოში მასობრივი წამება და მკვლელობები ხდებოდა. მას შემდეგ, რაც მოკლული მოსწავლის მამამ ზაზა სარალიძემ და მასთან ერთად მყოფმა საქართველოს ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ აქციის დატოვება გადაწყვიტეს, რაც მისმა მონაწილეებმა აღიქვეს, როგორც უკმაყოფილება და ხელისუფლების გადაყენების მიზნით რუსთაველის გამზირზე ენმ-ს მიერ ორგანიზებულ მიტინგზე დაბრუნების სურვილი, ნინო ლომჯარიას, როგორც „ნაციონალის“ მისამართით გინება გაისმა.

ცნობისათვის: ნინო ლომჯარია საქართველოში ცნობილია, როგორც სააკაშვილის რეჟიმის პროდუქტი და დასავლეთის მიერ დანიშნული, რომელიც მანამდე ამერიკული გრანტებით შექმნილ ყველაზე გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ ხელმძღვანელობდა.

მეორე დღეს შსს-ს ინფორმაციიდან ვგებულობთ, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული ვ.გ. და 1964 წელს დაბადებული ლ.ა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულებმა მიმდინარე წლის 3 ივნისს თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე, გამარჯვების პარკში მიმდინარე აქციის დროს საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“.

ცნობისათვის: ვ.გ. - სამოქალაქო აქტივისტი ვასილ გოგოლაძეა, ხოლო ლ.ა. - საზოგადო მოღვაწე ლაშა ამირეჯიბი, ქართველი კლასიკოსის ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟი. ისინი აქციაზე ახალგაზრდობის მხარდასაჭერად მივიდნენ.

სახეზეა ამერიკული ორმაგი სტანდარტები: ა.წ. 31 მარტს სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან აქციის დროს „ქართული მარშის“ შვიდი აქტივისტი დააპატიმრეს და ისინი დღემდე ციხეში არიან - იმისათვის, რომ შეაგინეს აღნიშნული ტელეკომპანიის წამყვანს გიორგი გაბუნიას, რომელმაც თავის საავტორო გადაცემაში იესო ქრისტეს შეურაცხყოფის გამო ბოდიშის მოხდა არ მოისურვა. ხოლო იმავე ტელეკომპანიის გენდირექტორი ნიკა გვარამია დღემდე დაუსჯელად დაპარპაშებს იმის მიუხედავად, რომ ა.წ. 31 მაისს ენმ-ის აქციის მსვლელობისას პირდაპირ საქართველოს გენპროკურატურის შენობასთან შეაგინა და მკერდისა და ხელის დაზიანებები მიაყენა ხანდაზმულ მთვარისა ნავერიანს - იმის გამო, რომ ქალბატონმა შეახსენა, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს გვარამია საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო.

საქინფორმი
აღარაფერს ამბობს ქართველი საზოგადოების, ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი პარლამენტარების მისამართით ყველაზე ბინძური გინების მრავალრიცხოვან ფაქტებზე.

აი ისიც, ამერიკული დერმო-კრატია მოქმედებაში!

ერთი რამ გვამშვიდებს - რომ საქართველოს შსს-მ სწორად დაასახელა გამარჯვების პარკი, რომელსაც ვამპირმა სააკაშვილმა ვაკის პარკი გადაარქვა...

საქინფორმი