პუბლიკაციები
სარალიძე სააკაშვილის როლში შევიდა და საქართველოს შს და იუსტიციის მინისტრების გადადგომისთვის ხელისუფლებას ერთი კვირა მისცა

     საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ იღებს ერთკვირიან ტაიმაუტს მისი მოთხოვნის შესრულებისთვის — შს მინისტრ გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომისთვის.

სარალიძე 12 დღე ატარებდა საპროტესტო აქციებს, რომლებსაც საქინფორმი დაწვრილებით აშუქებდა. ის მისი შვილის მკვლელების და მათი მფარველების დასჯას მოითხოვს. ორშაბათს პოლიციამ რუსთაველის გამზირზე დაშალა კარვები, რომლებიც მომიტინგეებმა 1 ივნისის ღამეს დადგეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 ადამიანი დააკავა, მათ შორის ზვიად კუპრავა, რომელსაც სასამართლომ 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

დღეს რა ფაქტებიც დაფიქსირდა, ამასთან დაკავშირებით უნდა მივადევნო თვალყური გამოძიებას, რომ ყველა პოლიციელი შესაბამისად იყოს დასჯილი. თუნდაც ჩემზე, ზვიად კუპრავაზე და ბატონ დავით ლაგვილავაზე განხორციელებულ ზეწოლაზე, რაც სასამართლოს სასადილოში მოხდა და ნებისმიერი ქმედება იმ თანამშრომლების, რა სამსახურებრივი გადაცდენაც ჰქონდათ“, – განაცხადა სარალიძემ.

მან აღნიშნა, რომ სოლიდარობის აქციები გაგრძელდება და ის შესაძლებლობის ფარგლებში ყველა მიტინგში მიიღებს მონაწილეობას.

მოთხოვნები იგივე რჩება აბსოლუტურად. პლუს გონივრული ვადა მინდა მივცე ხელისუფლებას იქიდან გამომდინარე, რომ მოვითხოვე შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების გადაყენება. გონივრულ დროსაც მივცემ ერთი კვირის განმავლობაში, რომ იფიქრონ“, – აცხადებს სარალიძე.

სარალიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის წევრებს ოთარ კახიძეს და რატი კაპანაძეს შეხვდა. მან იმედი გამოთქვა, რომ კომისიასთან თანამშრომლობით ჭეშმარიტებას მიაღწევს.

კომისიასთან ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ მაქსიმალურად. გავიარეთ რაღაც დეტალები. ძალიან დამაჯერებელ დეტალებზე ვისაუბრებთ. კომისიამ დაიწყო უკვე ამ საქმის მასალების გაცნობა. თვითონაც ადასტურებენ იმ დეტალებს, რა დეტალებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. იმედია, საბოლოო ჯამში მაინც მივაღწევთ ჭეშმარიტებას“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, კვირის ბოლოს მთავრდება დღესასწაული რამადანი, რომლის შემდეგ ჩვენი პანკისელი ძმები შემოგვიერთდებიან და ჩვენ აქციებს და საპროტესტო მსვლელობებს განვაახლებთ“.

ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციები 31 მაისს დაიწყოროდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი შვილის დავით სარალიძის და კიდევ ერთი მოზარდისლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს, თუმცა სასამართლომ ერთ-ერთი დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლა, მეორე დამნაშავედ ცნეს სარალიძის მკვლელობის მცდელობაში. ამგვარად, სარალიძის მკვლელი დღემდე დადგენილი არ არის.

იმავე დღეს გადადგა საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე. სარალიძის თქმით, სამართლიანობის აღდგენისთვის ეს საკმარისი არ არის.

მოზარდები მასობრივ ჩხუბს ხორავას ქუჩაზე, №51- სკოლის მახლობლად, 2017 წლის 1 დეკემბერს შეეწირნენ. დადუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძემეორე დღეს საავადმყოფოში.

შსს- საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში დააკავეს ორი პირი, მათ შორის პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი. მისი ნათესავი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე იყო.