პუბლიკაციები
IV ლივადიის ფორუმზე საქართველოს წარმომადგენელი - ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გ.რცხილაძე - სიტყვით გამოვიდა

     საქართველო, 14 ივნისი, საქართველო. 2018 წლის 5-6 ივნისს იალტაში (ყირიმი, რუსეთი) რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს (პარლამენტის ზედა პალატა) მოწვევით, რიგით მე-4 საერთაშორისო ლივადიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოდან იმყოფებოდა ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე.

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო, ფ/საბჭოს კომიტეტების თავმჯდომარეები, სენატორები, პარლამენტის ქვედა პალატის – სახელმწიფო დუმის დეპუტატები, ასევე ყირიმის რესპუბლიკის უმაღლესი ხელმძღვანელობა.

პლენარულ სხდომაზე, რომელიც გაიმართა ისტორიულ ლივადიის სასახლეში, სადაც სახელგანთქმული იალტის 1945 წლის კონფერენცია ჩატარდა, სიტყვით გამოვიდა გულბაათ რცხილაძეც.