აქტუალური
WSJ: ტრამპმა G7-ის სამიტზე ევროკომისიის ხელმძღვანელს მკვლელი უწოდა, ხოლო პარიზს - ტერორისტების თავშესაფარი

     საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადაში G7-ის სამიტის მონაწილეებთან ურთიერთობისას უხეშად და გამომწვევად იქცეოდა, ევროკომისიის თავმჯდომარეს ჟან-კლოდ იუნკერს „სასტიკი მკვლელი“ უწოდა, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს განუცხადა, რომ ყველა ტერორისტი პარიზშია თავმოყრილი, წერდა პარასკევს გაზეთი The Wall Street Journal.

გაზეთის წყაროების მონაცემებით, აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენჯერმე ყველას თანდასწრებით „სასტიკ მკვლელად“ მოიხსენია ევროკომისიის ხელმძღვანელი და ბრიუსელის მიერ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებზე დაკისრებული ჯარიმების გამო გააკრიტიკა. ტრამპის უკმაყოფილება გამოიწვია, აგრეთვე, გერმანიასთან და საფრანგეთთან ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების ევროკომისიის გვერდის ავლით, პირდაპირ გამართვის შეუძლებლობამ. კიდევ ერთი დისკუსიის დროს, რომელიც ირანულ გარიგებას და ტერორიზმთან ბრძოლას ეხებოდა, აშშ-ის პრეზიდენტმა მაკრონს უთხრა, რომ ის სიტუაციას ყურმოკვრთ როდი იცნობს, რადგან „ყველა ტერორისტი პარიზში იმყოფება“.

როგორც გამოცემა წერს, ტრამპი ძალზე უტაქტოდ მოექცა იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს, როდესაც ევროპაში იმიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ლაპარაკობდა. „სინძო, შენ ეს პრობლემები არ გემუქრება, მაგრამ შემიძლია, 25 მილიონი მექსიკელი გამოგიგზავნო და ძალიან მალე დატოვებ პოსტს“, - მოჰყავს წყაროს აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები.

დაწვრილებით წაიკითხეთ:
http://tass.ru/mezhdunarodnaya-panorama/5296934