პოლიტიკა
რუსების აზრით, საქართველო რუსეთის მიმართ ძალიან მტრული არ არის, ისევე, როგორც საფრანგეთი

     საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. „ლევადა ცენტრის“ მკვლევრებმა შეიტყვეს, რა აზრის არიან რუსები სხვა სახელმწიფოებზე. რუსეთისადმი ყველაზე მტრულ ქვეყნად რესპონდენტებმა აშშ დაასახელეს. ამას ხმა მისცა რესპონდენტთა 78%-მა, რაც 9%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ. აღინიშნა, აგრეთვე, დაძაბული ურთიერთობა უკრაინასთან (49%), დიდ ბრიტანეთთან (38%), ლატვიასთან (26%) და პოლონეთთან (24%). არამეგობრული ქვეყნების ტოპ-ათეულში შევიდნენ ლიტვა (23%), გერმანია (17%), ესტონეთი (15%) საქართველო და საფრანგეთი (8-8-%).

გამოკითხულთა ნახევარმა რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირედ ბელარუსი დაასახელა. ყველაზე მეგობრული ქვეყნების ხუთეულში მოხვდნენ, აგრეთვე, ჩინეთი (40%), ყაზახეთი (32%), სირია (21%) და ინდოეთი (19%). 11%-მა აღნიშნა მეგობრობა სომხეთთან, კუბასთან და უზბეკეთთან.