საზოგადოება
თეა წულუკიანი: როდესაც ჩემი ძებნილი წინამორბედი ქვეყნიდან გაიქცა, ციხეებში 380-ზე მეტი ბავშვი იყო, ახლა მათი რიცხვი მხოლოდ 27-ია

      საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. ჩემ მიერ მომზადებული სასამართლო სისტემის რეფორმის პირველი ტალღა, პირველ რიგში, გულისხმობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაციას, რაც, ჩემი აზრით, ძალიან დიდი ნაბიჯი იყო ამ მიმართულებით, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თეა წულუკიანმა კონფერენციაზე საქართველოს ევროპული გზა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერის სალომე სამადაშვილის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

სამადაშვილმა წულუკიანს ჰკითხა, რა არის მისი, როგორც მიმავალი მინისტრის საქმიანობის შედეგი“.

არ მგონია, ისევე, როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა დღეს, რომ კონფერენციასაქართველოს ევროპული გზაარის ადგილი, სადაც შეგვიძლია პოლიტიკური დისკუსიები გავმართოთ, მაგრამ რადგან ასეთი კითხვა დაისვა, შევეცდები, რამდენიმე მაგალითი მოვიყვანო მოკლედ, ჩემი, როგორც თქვენ უწოდეთ, დანატოვარი მიღწევებისა. როგორც ყველამ ვიცით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მისი მთავრობა, მათ შორის, მეც, გუშინ გადადგა და სრულიად მართალი ხართ, რომ ჩვენ უნდა წარვადგინოთ ჩვენი მიღწევების სია, ეს ზუსტი სიტყვაა. ჩემი მიღწევები გრძელი სიისგან იქნება შედგენილი და ერთ-ერთი მასში იქნება, მაგალითად, „ქართული ოცნებისყველა დეპუტატის, ანუ ჩემივე პარტიის დეპუტატების გაყვანა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან, რომელშიც თქვენი პარტიის ძალაუფლებაში ყოფნის დროს თქვენი დეპუტატები ყოველთვის იმყოფებოდნენ, როდესაც თქვენი პოლიტიკური პარტია რეალურად მართავდა სასამართლო ხელისუფლებას.

ჩემ მიერ მომზადებული სასამართლო სისტემის რეფორმის პირველი ტალღა, პირველ რიგში, გულისხმობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაციას, მმართველი პარტიის ყველა დეპუტატის, რაც, ჩემი აზრით, ძალიან დიდი ნაბიჯი იყო ამ მიმართულებით. ჩემ მიერ ინიცირებული რეფორმების სია ძალიან გრძელია, ასე რომ აუდიტორიას ბოდიშს ვუხდი, რომ სრულად ვერ მოვიცავ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს საქართველოს მთავრობაში გატარდა რეფორმა, რის მიხედვითაც, მედიის წარმომადგენლები და კამერები სასამართლო დარბაზებში შეუშვეს.

მეორე მაგალითი ასევე უკავშირდება თქვენი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნას, ქალბატონო სალომე, როდესაც ჟურნალისტებს ეკრძალებოდათ სასამართლო სხდომებზე დასწრება. იმ რეფორმის მიხედვით, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ და გავატარეთ საქართველოს მთავრობაში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი იყო, ჩვენ მედიის წარმომადგენლები და კამერები დავაბრუნეთ სასამართლო დარბაზებში. ასე რომ, დღეს ქართველებმა არა მხოლოდ იციან, როგორ ხორციელდება სამართლიანობა, არამედ თავისი თვალითაც ხედავენ ამას.

რა თქმა უნდა, არსებობს ხარვეზები, მაგრამ ეს პროცესია. ამ პროცესში, როდესაც ჩვენ უამრავი პრობლემა დაგვხვდა სასამართლოში ცხრა წლის განმავლობაში თქვენი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის შედეგად, პროგრესი თვალსაჩინოა. თქვენ შეგიძლიათ, სტატისტიკა შეადაროთ. სტატისტიკა იმ პერიოდისა, როდესაც თქვენმა იუსტიციის მინისტრმა ქვეყანა დატოვა ფულით სავსე ჩემოდნით და როდესაც 2012-ში ჩემი დანიშვნის შემდეგ მე ჩემს წინამორბედს სამინისტროში ვეძებდი, ის კი გაქცეულა, ახლა ის ძებნილია და დადანაშაულებულია სხვადასხვა სახის კრიმინალურ ქმედებაში. მე კი დღეს აქ ვარ, მთავრობა გუშინ გადადგა, მე არსად გავქცეულვარ, აქ ვარ და გესაუბრებით რეფორმებსა და ევროპულ არჩევანზე. იცით, რატომ? რადგან მე, საბჭოთა კავშირში გაზრდილი ბავშვი საფრანგეთში გავემგზავრე საშუალო სკოლაში სასწავლებლად და მაქვს სურვილი, იგივე შესაძლებლობები მისცემოდათ ჩემს შვილებს, თქვენს შვილებს, საქართველოს შვილებს, აქ დამსწრე ახალგაზრდებს, რომლებიც გახდებიან მომავალი პარლამენტის წევრები და იუსტიციის მინისტრები. დიახ, ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი ასევე შევა ჩემს მიღწევებში, ქალბატონო სალომე და ეს არის ის, რაც ვერ შეძლო თქვენმა ხელისუფლებამ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

როგორც წულუკიანმა კონფერენციაზე აღნიშნა, იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის დროს საქართველოს ციხეებში 380-ზე მეტი ბავშვი იყო დაპატიმრებული, ხოლო ახლა მათი რიცხვი 27-ს შეადგენს.

ჩემი მიღწევების სიაში ასევე შევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ბავშვების პრობლემებზე მუშაობა. როდესაც ჩემი ძებნილი წინამორბედი ქვეყნიდან გაიქცა, საქართველოს ციხეებში 380-ზე მეტი ბავშვი იყო დაპატიმრებული, რადგანაც მაშინ არ არსებობდა არასრულწლოვანთა არანაირი ჰუმანური სისხლის სამართლის პოლიტიკა. დღეს მათი რიცხვი მხოლოდ 27-ია. ბავშვებზე მორგებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც მე და ჩემმა გუნდმა მოვამზადეთ იუსტიციის სამინისტროში და რომელსაც მხარი დაუჭირა სწორედ ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმაქართული ოცნებისწევრებისგან შემდგარმა პარლამენტმა 2015 წელს, განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს ყველა ევროპულ სახელმწიფოში, მათ შორის საფრანგეთსა და გერმანიაში. ეს იყო უნიკალური აქტი საქართველოს ბავშვებისთვის, რადგანაც როდესაც მშიერი ბავშვი მურაბის ქილას იპარავს, ამის გამო ის 6, 7 თუ 8 წლით ციხეში არ უნდა ჩასვა ისე, როგორც თქვენ დროს ჰქონდა მსგავს შემთხვევებს ადგილი. ჩემი მიღწევები სისხლის სამართლის პოლიტიკაში სხვებს შორის სწორედ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს მოიცავს, რომელიც ბრალდებულ ბავშვებს ეხება, დანაშაულის მსხვერპლ ბავშვებს ეხება და რა თქმა უნდა, თქვენს კრიმინალურ პოლიტიკაში დაზარალებულებისა და მსხვერპლის ადგილი არ არსებობდა. ასე რომ, არ გირჩევდით აქ პოლიტიკური დებატების გამართვას“, – მიმართა წულუკიანმა სამადაშვილს.

როგორც წულუკიანმა განაცხადა, მისი მინისტრობის პერიოდში მიღწევების სიაში ასევე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გამამართლებელ განაჩენებს.

როდესაც თქვენ იყავით ხელისუფლებაში, ქალბატონო სალომე, საქართველოს სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენის ნიშნული 0,01%- უდრიდა, რადგანაც სასამართლოები მუდმივად იმყოფებოდნენ იუსტიციის სამინისტროს ზეწოლის ქვეშ. მე ვარ ის იუსტიციის მინისტრი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით მოიხსნა პროკურორის უფლებამოსილება, როდესაც თქვენი იუსტიციის მინისტრი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, ამავე დროს გენერალური პროკურორიც იყო. რა თქმა უნდა, ამ ინიციატივასაც ჩემს მიღწევად მივიჩნევ. დღეს გამამართლებელი განაჩენების ნიშნული 5%-ის გარშემო მერყეობს, რადგან მოსამართლეები დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ უშვებენ შეცდომებს, რის გამოც ჩვენ გვაქვს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებიპირველი ინსტანციის მოსამართლები, გსიამოვნებთ თუ არა ეს თქვენ, ქალბატონო სალომე, თავისუფლად არ ეთანხმებიან პროკურატურის წარმომადგენლებს სასამართლო დარბაზებში, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. ეს კიდევ ერთი მაგალითია ჩემს მიღწევებს შორის, რომლებსაც უფრო ვრცლად გაგაცნობთ, თუ წარვდგები პარლამენტის წინაშე ახალი მთავრობის შემადგენლობაში და იქ დამისვით დამატებითი კითხვები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.