აქტუალური
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ეხმაურება

     საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით, აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის, კერძოდ, პირადად პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის უკიდურესად დესტრუქციული ქმედებების გამო, რომლებიც პროვოკაციული ხასიათისაა და შეუძლიათ, მთლიანად გაანადგურონ სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების დარეგულირებისკენ მიმართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მუშაობა“, – აღნიშნულია სეპარატისტული რეჟიმის განცხადებაში.

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება კვლავ აჩვენებს აფხაზების მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის აგრესიულ ხასიათს.

ფაქტობრივად, ქართულმა მხარემ ყოველგვარი ობიექტური საფუძვლის გარეშე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს დაუსწრებლად წაუყენა ბრალდებები ადამიანის უფლებების დარღვევებში და ისინიშავ სიაშიშეიყვანა, რომელიც საერთაშორისო დონეზე პერსონალური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთი სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების დარეგულირების ერთადერთი საერთაშორისო ფორმატის შესაძლო განადგურებაზე მთელ პასუხისმგებლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს აკისრებს.

დე ფაქტო სამინისტრო აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხს გალში ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ 33 პირია შეყვანილი.