აქტუალური
სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებასთან“ რა შუაშია? პარტიას თავისი კანდიდატი არ ჰყავს! - კახი კალაძე

     საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახ კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას - ხომ არ გამოიწვევს ომის დაწყების საკითხთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადება საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირებას, თუკი უმრავლესობა გადაწყვეტს, მას დაუჭიროს მხარი?

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა არავის მიმართ არ დაუფიქსირებია.

პარტიამ თავისი პოზიცია დააფიქსირა, როდესაც ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება და ყველაფერი იყო ნათლად ცემული. ვის დაუჭერსქართული ოცნებამხარს, უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი. როგორც ასეთი, პარტიას თავისი კანდიდატი არ ყავს”, – განაცხადა კახი კალაძემ.