პუბლიკაციები
სახელმწიფო ბიუჯეტში არშეტანილი 280 ათასი დოლარი თურქეთში სახელმწიფო გადატრიალებას ან სააკაშვილის საპრეზიდენტო კამპანიას მოხმარდა? - საქინფორმი საქართველოს გენპროკურატურას ეკითხება

     საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის საბჭომ კერძო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (International Black Sea University, IBSU) 1 წლის განმავლობაში - 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტების მიღება აუკრძალა. IBSU-ს ქონებას და აქციებს ყადაღა დაედო, რადგან უნივერსიტეტს 280 ათასი დოლარის (715 ათასი ლარი) ოდენობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალი დაედო.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, საქინფორმი საქართველოს გენერალურ პროკურატურას 4 შეკითხვაზე პასუხის გაცემას სთხოვს:

1. IBSU-ს თითოეული სტუდენტი სწავლისთვის 3-დან 6 ათასამდე ლარს იხდის (ფაკულტეტის მიხედვით). სად წავიდა ეს ფული, თუკი სახელმწიფოს 715 ათასი ლარის ოდენობის გადასახადი არ გადაუხადეს?

2. IBSU საქართველოში საზეიმოდ გაიხსნა 1995 წელს, IBSU-ს დამფუძნებლები და რექტორი კერძო პირები, ქართველი საზოგადოებისთვის უცნობი თურქები არიან.
სიმართლეა თუ არა, რომ მათ 2016 წელს თურქეთში ფეთჰულა გიულენის მიერ ორგანიზებულ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ედებათ ბრალი, როგორც ანკარაში ამტკიცებენ ზოგიერთი თურქული მედიასაშუალებები? სიმართლეა თუ არა, რომ
IBSU დაკავშირებულია ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია „FETO“-სთან, ხოლო აქციების მფლობელები არიან მოწილეები - ფეთჰულა გიულენი და სააკაშვილის დედა გიული ალასანია?

3. 1 და 2 შეკითხვებიდან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში არშეტანილი ეს ფული ხომ არ მოხმარდა თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას, ანდა მიხეილ სააკაშვილს - საქართველოში წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიის მოსამზადებლად?

4. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები მხოლოდ აბიტურიენტებს ეხება, რატომ მოაწყვეს საპროტესტო აქცია საქართველოს განათლების სამინისტროსთან IBSU-ს მე-2 და მე-3 კურსების სტუდენტებმა ასევე სტუდენტის - სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცნობილი აქტივისტის ხელმძღვანელობით, რომელიც ფოტოზე სააკაშვილის პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად პოზირებს?