რელიგია
მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ეროვნულ უსაფრთხოებაზე დიდი დარტყმა იქნება! - მეუფე იაკობი

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას მარიხუანის კულტივაციის შესახებ არ ეთანხმებიან და კანაფის მოყვანის რისკებსა და დეკრიმინალიზაციის საფრთხეებზე მსჯელობენ.  

„კარგია, როცა ფიქრობ, რომ ბიუჯეტი შეავსო, მაგრამ, ალბათ, სხვა გზა უნდა მოვნახოთ, ეკონომიკა გავაძლიეროთ, ჯობია. ჯობია, წლები ვიწვალოთ, ვიდრე ვითომ იოლი გზით წავიდეთ. შიგნით ეგ ცუდ რაღაცებს გამოიწვევს. ეს ხომ ჯერ ინიციატივა გაჟღერდა, მოთელვასავითაა, არის რაღაცა, რასაც არ დავთმობთ, საკმაოდ დიდი ძალა აქვს საპატრიარქოს, ქართულ ეკლესიას და ყოველთვის დავიცავთ სახელმწიფოს ძლიერებას, არავის დავაჩაგვრინებთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა საპატრიაქოს მიერ ამ საკითხის განსახილველად საგანგებოდ მოწვეულ კონფერენციაზე.