აქტუალური
კიევის რეჟიმმა უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის ქონების ძარცვა და ტომოსის მინიჭებისთვის ქრთამის სახით კონსტანტინოპოლისთვის მისი გადაცემა დაიწყო

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ანდრიას ეკლესია, რომელსაც პეტრო პოროშენკომ დაადგა თვალი. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთვის ტაძრის გადაცემის იდეა პარლამენტში გარანტის წარმომადგენელმა ირინა ლუცენკომ გაახმაურა. მისი თქმით, „პრეზიდენტი იზიარებს ტომოსის უსწრაფესად მიღებისკენ მისწრაფებას“, რისთვისაც საჩვენებელი და „სიმბოლური ჟესტის“ გაკეთებას გეგმავს. ამგვარად, სულ მალე უმაღლეს რადაში განსახილველად შევა კანონის პროექტი, „რომლის თანახმად პრეზიდენტი პოროშენკო ანდრიას ტაძარს შეუზღუდავ სარგებლობაში გადასცემს მსოფლიო პატრიარქს“ ბართოლომეოსს.