პოლიტიკა
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება პირველი ტურის შემდეგ ზუსტად ერთ თვეში - 2018 წლის 28 ნოემბერს, ოთხშაბათს

 საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინდელ სხდომაზე 9 საკითხი განიხილა. პირველი - 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები. მეორე - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღის დანიშვნა და არჩევნების მე-2 ტურის საარჩევნო ღონისძიებების ჩატარების გრაფიკის დამტკიცება.

კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ინიშნება 2 კვირაში პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ. რადგანაც გუშინ, 14 ნოემბერს, ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ პირველი ტურის შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა და ის გამოქვეყნდა, შესაბამისად, მე-2 ტური გაიმართება 2018 წლის 28 ნოემბერს, ოთხშაბათს, სამუშაო დღეს, ზუსტად ერთ თვეში პირველი ტურის შემდეგ.