პოლიტიკა
ყოფილი რუსი ელჩი, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვერ იქნება მისაღები საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე! - ევროპარლამენტარი

 საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. ვფიქრობთ, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად – ამის შესახებ რუმინელმა პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტის წევრმა ვიქტორ ბოშტინარუმ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს.

ჩვენ გვჯერა, რომ მოლდოვა და საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებია. ორივემ და განსაკუთრებით საქართველომ წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია. აღსანიშნავია სტაბილურობა და დემოკრატიის ხარისხი, რომელიც საქართველომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს აჩვენა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყოფილი რუსი ელჩი, როგორიცაანაციონალური მოძრაობისკანდიდატი, არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად“, – განაცხადა ბოშტინარუმ.

ბოშტინარუს ამ განცხადებას ევროპის სახალხო პარტიის წევრმა უპასუხა. როგორც ევროპარლამენტარმა შტეტინამ აღნიშნა, ევროპარლამენტარის მანდატი არ ითვალისწინებს არჩევნებში ჩარევას, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის შესახებ ბოშტინარუს გამოსვლა კი სწორედ ჩარევას ნიშნავდა.

განაცხადეთ, რომ არ უნდა ჩავერიოთ საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა თქვენ ახსენეთ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი. ფიქრობთ, რომ ეს შესაბამისობაშია ევროპარლამენტარის მანდატთან“, – განაცხადა შტეტინამ.

ევროპარლამენტარ ბოშტინარუს თქმით, მისთვის, როგორც რუმინელისა და პროევროპელისთვის, რთული დასაჯერებელია, რომ რუსეთის ყოფილი ელჩი არის საუკეთესო არჩევანი ნებისმიერი ქვეყნისთვის, იქნება ეს საქართველო თუ სხვა.

ჩემთვის ძნელია გაკვეთილების ახსნა, როდესაც ევროპის სახალხო პარტია ყოველდღე და ყველა საქმეზე ამას აკეთებს. ჩემთვის, როგორც რუმინელისა და ევროპელისთვის, ძნელი დასაჯერებელია, რომ ყოფილი რუსი ელჩი არის საუკეთესო არჩევანი ნებისმიერი ქვეყნისთვის, იქნება ეს საქართველო თუ სხვა“, – აღნიშნა ბოშტინარუმ.