უცხოეთი
საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევრაზიის ინტეგრაციულ გაერთიანებასთან დაკავშირებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა News.am-ი ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებზე პუტინისა და ფაშიანიანის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც.
1tv.ge