აქტუალური
ქართველ სამხედროებზე „ნაციონალური მოძრაობის“ უზნეო ტყუილს ჰააგასა და სტრასბურგში გაეცემა პასუხი! - გია ვოლსკი

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ უზნეო ტყუილს, რომელშიც ისინი ცდილობენ ჯარისკაცების დარწმუნებას, პასუხი გაეცემა ჰააგაშიც და სტრასბურგშიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ განაცხადა, არც ჯარისკაცს, არც რიგითს, არც ოფიცერს, არც უმაღლესი საოფიცრო რანგის წარმომადგენელს არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო.

ჰააგის ტრიბუნალიდან, შესაბამისი კონვენციიდან რუსეთმა თავისი ხელმოწერაც კი გაიწვია, ვინაიდან თავისი პოზიციის უპერსპექტივობას ხედავს. არის წმინდა პოლიტიკური თემა, თუ ვინ შეუწყო ხელი, რომ განხორციელებულიყო აგრესია და ოკუპაცია. ამ ორი თემის ერთმანეთთან აღრევა არის მთავარი ამოცანა, რომელსაც დღესნაციონალური მოძრაობამიჰყვება. პროცედურა აქვს სასამართლოს, ამ პროცედურის მიხედვით, რასაკვირველია, შეიძლება გამოიკითხონ ჯარისკაცებიც, მონაწილე პირებიც, მაგრამ არავითარი პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ნებისმიერი შეიძლება იქნეს გამოკითხული, ეს არის ჩვეულებრივი სასამართლო პროცედურა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ასეულობით მტკიცებულებაა წარდგენილი ჰააგის სასამართლოში საქართველოს მხრიდან და ძალიან ბევრი მტკიცებულება იყო მიფუჩეჩებული, განგებ გადამალული, მათ შორის არის გამოყენებული რაკეტების, ისკანდერის ნამსხვრევები, რომელიც დიდი ძიების შემდეგ შემთხვევით აღმოჩნდა ერთ საწყობში.

ეს არის რეალობა და ამ რეალობის გადასაფარად ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, ყოფილი და ახლანდელი მომსახურე ჯარისკაცები დაარწმუნონ, თითქოს მათ რაღაც ემუქრებათ. ეს არის უზნეო ტყუილი და ამ ტყუილს პასუხი გაეცემა ჰააგაშიც, სტრასბურგშიც. გაერო- მართლმსაჯულების სასამართლოში ძალიან საეჭვო ვითარებაშინაციონალურმა მოძრაობამწააგო სარჩელი, რომელიც თითქოსდა ეჭვს არ იწვევდა. დარღვეულია პროცედურები, როდესაც ამ პროცედურების თაობაზე ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. ასე რომ, სახეზე გვაქვს ვითარების დამახინჯების და განზრახ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ეს არის იმდენად თვალსაჩინო, რომ არ მგონია, ჩვენს ოპონენტებს ქონდეთ ამის საწინააღმდეგო განცხადება, თუ არა დემაგოგია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.