საზოგადოება
ორივე სასამართლო - გაერო-ს საერთაშორისო სასამართლო და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო - ჰააგაში, ნიდერლანდებში მდებარეობს, ამიტომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა საჭირო აღარ იქნება! - საქინფორმი

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, საქართველოსა და რუსეთს შორის დავა 08.08.08. ომის გარემოებათა გამორკვევასთან დაკავშირებით რამდენიმე სასამართლოში მიმდინარეობს. 2011 წელს საქართველომ უკვე წააგო პირველი დავა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჰააგაში (ნიდერლანდები) სარჩელზე, რომელიც 2008 წელს სააკაშვილის მთავრობამ შეიტანა.

ამჟამად საქმე ერთდროულად განიხილება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში სტრასბურგში (საფრანგეთი) და ხელმეორედ - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ჰააგაში (ნიდერლანდები). თუკი სსსს-ს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წელს ქართული არმიისა და სახელმწიფოს ხელმძღვანელებს დაჰკითხავს და შემდეგ მათი დამნაშავეობის შესახებ გადაწყვეტილებას გამოიტანს, საქმე, შესაძლოა, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში გადავიდეს, რომელიც ასევე ჰააგაში (ნიდერლანდები) მდებარეობს.

ეს მნიშვნელოვნად გაუადვილებს ამოცანას საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რომელმაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა, თუმცა - უფრო „წვრილმან საქმეებზე“, როგორებიცაა მისი დაკვეთების შემსრულებელი მკვლელების მფარველობა და სახელმწიფო ბიუჯეტის მილიონიანი გაფლანგვა მეძავებსა და ორგიებზე. ნიდერლანდებმა, სადაც სააკაშვილი ამჟამად ქართულ მართლმსაჯულებას ემალება, ისევე, როგორც ადრე უკრაინამ, საქართველო და მისი პროკურატურის მოთხოვნა ფეხებზე დაიკიდა, მაგრამ ვერ გაბედავს, არ გადასცეს საერთაშორისო სამხედრო დამნაშავე ადამიანურობის წინაშე - ქართული არმიის მთავარსარდალი, რომელმაც საჯარისო ოპერაციის გზით საკუთარი მოქალაქეების გენოციდი განახორციელა - საერთაშორისო სასამართლოებს, რომლებიც მისსავე ტერიტორიაზე, ჰააგაში მდებარეობენ! ხოლო სააკაშვილის დაპატიმრება ამსტერდამში, წითელი ფარნების კვარტალში, და ხელბორკილებით ჰააგაში გადაყვანა 30 წუთის საქმეა, 64 კმ - ტრასით.

საქინფორმი