პუბლიკაციები
საქართველოს მოქალაქეების 70%-ზე მეტის ნებას ქვეყნის ხელისუფლება არ ითვალისწინებს! - ჯუმბერ კირვალიძე: სპეციალურად საქინფორმისთვის

 საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი.

უკანასკნელი 10 წლის მანძილზე ჩატარებულ ყველა კვალიფიციურ სოციოლოგიურ გამოკითხვაში საქართველოს მოქალაქეების 70%-ზე მეტს მიაჩნია, რომ - "საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება"! საქართველოს მოსახლეობის ამ მოსაზრებას (გზავნილს) როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლება აიგნორირებ(ს)და! რას ნიშნავს ეს და რაზე მიუთითებს? მხოლოდ იმაზე, რომ საქართველოში გაუცხოების მაჩვენებელი საზოგადოებასა და ხელისუფლებებს შორის კრიტიკულად მაღალია! დიახ, 70% - ეს ქვეყნის მოსახლეობის 2/3-ზე მეტია და მათი შეხედულების არ გათვალისწინების შედეგია ის არასახარბიელო მდგომარეობა, რომელიც არსებობს ქვეყანაში, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში, სახელმწიფოს ფუნქციონირების ყველა სფეროში, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის უმძიმეს ყოფაზე! მათთვის, ვისთვისაც სახელმწიფოს არსებობა, ფუნქციონირება და რაობა ახსნას არ საჭიროებს, მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკის გაგრძელებაა მისი საგარეო პოლიტიკა, და არა პირიქით! ჩვენში კი ყველაფერი უკუღმაა და, შესაბამისად, გვაქვს ასეთი მძიმე რეალობა, როგორც პოლიტიკურ ასპექტში, ისე ეკონომიკურში და ზოგადად, ყველა მიმართულებით! ასე რომ, საქართველოს მოქალაქეების 70%-ზე მეტი არ ეთანხმება ხელისუფლების მიერ წარმოებულ ქვეყნის განვითარების სტრატეგიას! 1. საშინაო პოლიტიკაში: ) განათლების სფერო; ) ჯანდაცვის სფერო; ) სოციალურ-ეკონომიკური, ბიზნესის განვითარების სფერო; ) აგრარული სფერო; ) სამართალდამცავი მიმართულებით; ) სასამართლოს მიმართებით; ) საფინანსო-საბანკო სფერო; ) საემიგრაციო და დემოგრაფიული სფერო და სხვა; 2. საგარეო პოლიტიკაში: ) ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის "გაყინვა", მეტიც, მთელი რიგი პოზიციების დათმობა; ) რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის დაწყების მიმართულებით ნულოვანი აქტივობა და სრული უუნარობა; ) ამ პრობლემის მოგვარებაში დასავლეთის და რუსეთის ერთობლივი ჩართულობის ვერ უზრუნველყოფა; ) მრავალვექტორიან საგარეო პოლიტიკურ კურსზე უარის თქმა, რაც მხოლოდ ერთ სტრატეგიულ პარტნიორზე "ჩამოკიდებას" ნიშნავს; ) დასავლეთიდან მსხვილი ფინანსური ინვესტიციების ვერ მოზიდვა, რომლებმაც მნიშვნელოვნად უნდა დასწიოს ქვეყანაში უმუშევართა რიცხვი და სხვა.

P.S. ეს ძალიან მოკლე და არასრული ჩამონათვალია იმისა, რასაც არ ეთანხმება საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი! გამოსავალი? გამოსავალი ერთია, უნდა შეიცვალოს არსებული ხელისუფლება და არ უნდა დაბრუნდეს წინა ხელისუფლება, საჭიროა ახალი ხელისუფლების არჩევა (ახალი საარჩევნო კანონის საფუძველზე!) და ამისათვის კი - ახალი, მძლავრი პოლიტიკური ცენტრის შექმნა, რომელიც ვადამდელი (სრულიად ლეგიტიმური!) საპარლამენტო არჩევნების გზით მოვა ქვეყნის ხელისუფლებაში!